Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
July 20
16:14 2015

3 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით 300 სტუდენტი ბათუმის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

მათი ცნობით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებლებში.

მათივე განმარტებით, უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

  • სოციალურად დაუცველი;
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი;
  • მზრუნველობამოკლებული;
  • შშმ სტატუსის მქონე;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის შვილი;
  • მერიის მიერ ინიცირებულ პროგრამებში აქტიურად ჩართული სტუდენტები.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა წარადგინონ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში 20-დან 27 ივლისის ჩათვლით.

მის: ლერმონტოვის ქ. #90.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ – 24 63 12

1,894 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში