Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საზღვარგარეთ სწავლა 200-მდე სტუდენტს დაუფინანსდა

საზღვარგარეთ სწავლა 200-მდე სტუდენტს დაუფინანსდა
July 21
14:16 2015

განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველების შერჩევა დასრულდა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლისთვის 192 (2014 წელს- 77, 2015 წელს კი-115) სტუდენტი დააფინანსა.

სტუდენტები ჰარვარდის, ედინბურგის, ჯორჯ ვაშინგტონის, ჯორჯთაუნის, სორბონის, კალიფორნიის, სასექსის, მიჩიგანის, არიზონის და სხვა წამყვან უნივერსიტეტებში სოციალური მეცნიერებებს, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, სამართალს, ბიზნესის ადმინისტრირებას, ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ჯანდაცვასა და სამედიცინო მიმართულებებს, აგრონომიისა და ურბანისტიკის სპეციალობას ეუფლებიან.

სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები მიღებულ ცოდნას ქვეყნის განვითარებას მოახმარენ.

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული 23 სტუდენტი, რომლებმაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში გაიარეს, შემოდგომაზე საქართველოს დაუბრუნდება და საჯარო სექტორში დასაქმდება.

დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება 2 თვის მანძილზე შეეძლოთ. სულ 2015-2016 აკადემიური წლის კონკურსისთვის 1317 მონაწილემ გაიარა რეგისტრაცია. კონკურსანტებმა რამდენიმე საკონკურსო ეტაპი გაიარეს. აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო კომისიამ მიიღო. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის კომისია 10 წევრისგან შედგება, კომისია დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

შეგახსენებთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა. ცენტრის მისიაა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 წელს 77 ახალგაზრდა დააფინანსა, 2015 წელს კი 115 ახალგაზრდაზე გასცემს გრანტს.

რამდენად მარტივია საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ საქართველოში დასაქმება?

737 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში