ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტებისთვის ბერლინში სემინარი გაიმართება

გაცვლითი პროგრამები

taz-Panterstiftung ახალგაზრდა ჟურნალისტებს იწვევ ბერლინში სემინარში მონაწილეობის მისაღებად.

სემინარზე მონაწილეობა შეიძლიათ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებს: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი.

სემინარი გაიმართება ბერლინში 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რომ მუშაობდეთ ჟურნალისტად და სამუშაო დონეზე ფლობდეთ რუსულ ენას.  ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს ფარავს ორგანიზატორი მხარე.

დაინტერესებულმა პირებმა რეზუმე და სამოტივაციო წერილი (მოცულობა – ერთი გვერდი)უნდა წარმოადგინონ ინგლისურ, რუსულ ან გერმანულ ენაზე.

ასევე მონაწილეობის მსურველმა ორგანიზტორებს უნდა აცნობოს თუ ფლობს ვიზას ამ პერიოდისთვის.

ასევე ორგანიზატორების მოთხოვნაა რომ დოკუმენტის დასახელებაში პირველ რიგში მიუთითონ გვარი. მაგ: გვარი CV. გვარი სამოტივაციო წერილი.

იმეილის საბჯექთში ჩაწერეთ application taz

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 25 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ offrabbit.transitions@googlemail.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები