ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსზე ,,თბილისი” ნამუშევრების მიღება დაიწყო

კონკურსები

თბილისის საკრებულო აცხადებს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსს ”თბილისი”.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს: ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, სკულპტურის, სიმღერის და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა აქტივობას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვას, რისთვისაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, შეუძლია მასში მონაწილეობა.

კონკურსში განიხილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი/გამოცემული საავტორო ნაწარმოების პირველადი (გადაუმუშავებელი) ვერსია.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს რომელიმე ენიდან თარგმნილი ნაწარმოები.

კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრები ავტორებს არ უბრუნდებათ.

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა შეივსოს სააპლიკაციო ფორმა , სადაც მიეთითება ავტორის პერსონალური მონაცემები, გვარი, სახელი, ფსევდონიმი, ნაწარმოების დასახელება, გამომცემლობა, გამოცემის წელი.

კონკურსის ადმინისტრაცია კისრულობს ვალდებულებას, რომ ავტორის ნებართვის გარეშე მის გვარ-სახელს, არც ერთ ეტაპზე, არ გაასაჯაროებს (საკონკურსო პერიოდში, შედეგების გამოცხადებისას ან პუბლიკაციის შემთხვევაში).

რაც შეეხება საკონკურსო ნომინაციებსა და პრემიებს, გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

  • წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები;
  • წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები;
  • წლის საუკეთესო ესე („ჩემი თბილისი“ – სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის);
  • წლის საუკეთესო სიმღერა;
  • წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები;
  • წლის საუკეთესო ქანდაკება;
  • წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები;
  • წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები;
  • ჟიურის სპეციალური პრიზი.

გამარჯვებულებს გადაეცემათ კონკურსის პრიზი და ერთჯერადი ფულადი პრემია – 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ვადაა: 20.07.2015 – 10.09.2015

საკონკურსო ნაწარმოები, სააპლიკაციო ფორმა და კონკურსთან დაკავშირებული კითხვარები გამოაგზავნეთ ერთ წერილად: konkursitbilisi@tbsakrebulo.gov.ge

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები