საზაფხულო დასაქმების ფარგლებში კომპანია სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

დასაქმება

სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი” გთავაზობთ საზაფხულო ანაზღაურებად დასაქმებას პრომო აგენტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

პრომო აგენტის პოზიცია არის 2-თვიანი საზაფხულო დასაქმება სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის. პრომო აგენტის პოზიცია განკუთვნილია ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ, მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ შესაძლებლობა – შეუერთდნენ ალდაგის გუნდს.

,,ალდაგი” გთავაზობთ:

  • ორ დონიან ტრენინგს დაზღვევისა და გაყიდვების მიმართულებით და შესაბამის სერტიფიკატს
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და დამატებით – ბონუსებს, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად
  • პრომო აგენტის პოზიციაზე წარმატებით მუშაობის შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას
  • თქვენზე მორგებულ, თავისუფალ სამუშაო გრაფიკს – დღეში 4 სამუშაო საათი
  • მეგობრულ ატმოსფეროს

პრომო აგენტის მოვალეობებია:

  • ავტო დაზღვევის მიმართულებით პოტენციური კლიენტების მოძიება
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, გასაუბრება და კლიენტების ბაზის შექმნა

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) 2015 წლის 23 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე: agent@aldagi.ge და გთხოვთ, “Subject line”-ში მიუთითოთ: პრომო აგენტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები