სამაგისტრო პროგრამები სრული დაფინანსებით აბუდაბიში

გაცვლითი პროგრამები

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IRENA)  აცხადებს სასწავლო სტიპენდიებს მასდარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად.

სტიპენდია მოიცავს შემდეგ ხარჯებს:

  • სწავლა;
  • სასწავლო მასალები;
  • საცხოვრებელი;
  • ლეპტოპი;
  • ყოველთვიური სტიპენდია;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • დასაბრუნებელი ბილეთი;
  • სტაჟირება IRENA-ში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინჟინერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

პროგრამაში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • GPA 3.0
  • ინგლისური ენის მაღალ დონზე ცოდნა (TOEFEL iBT 91 ქულა, IELTS – 6,5 ქულა )
  • ფლობდეს გარკვეულ გამოცდილებასა და ცოდნას განახლებადი ენერგიები შესახებ.

დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები