შვეიცარიის მთავრობა სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიებს აცხადებს

გაცვლითი პროგრამები

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-დოქტორანტურის სტიპენდიების პროგრამას 2016-2017 სასწავლო წლისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმაოდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • რა სახის სტიპენდიის მიღება გსურთ (სამეცნიერო, სადოქტორო ან პოსტ- დოქტორანტურა)
  • სამოტივაციო წერილი
  • აქტუალური და სრული ბიოგრაფია

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე და უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tif.vertretung@eda.admin.ch

ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების შემდეგ, საქართველოში შვეიცარიის საელჩო კანდიდატს განაცხადისათვის საჭირო საბუთების სრულ პაკეტს გადაუგზავნის.

საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა – 2015 წლის 13 ნოემბერი.

შემოთავაზებული სტიპენდიების სახეობებისა და მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები