Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პროექტისთვის ,,50 საჯარო მოხელე” ახალგაზრდების რეგისტრაცია 1 სექტემბერს დაიწყება

პროექტისთვის ,,50 საჯარო მოხელე” ახალგაზრდების რეგისტრაცია 1 სექტემბერს დაიწყება
August 26
15:17 2015

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, 5 ოქტომბერს, იწყება პროექტი – ,,50 საჯარო მოხელე”.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულს 21-დან 25 წლის ჩათვლით.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

კურსი გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ტრენინგები ჩატარდება როგორც სამუშაო, ისე უქმე დღეებში. სასწავლო კურსი განხორციელდება 2 ეტაპად:

I ეტაპი − ოქტომბერი – დეკემბერი,

II ეტაპი − იანვარი – მარტი.

სასწავლო პროგრამა წარიმართება ქართულ ენაზე.

პროექტი ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ყვარელში

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი ექსპერტების მოწვევა და რეფერატებზე მუშაობის პროცესში ინგლისურ ენაზე ლიტერატურის დამუშავება. გარდა ტრენინგებისა, სასწავლო კურსი მოიცავს სხვა დამატებით შემეცნებით და გასვლით სასწავლო ღონისძიებებს.

წარმატებულ სტუდენტებს მიეცემათ შანსი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დაფინანსებით გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში 1 თვით – ბრიტანეთის საერთაშორისო ბიზნესსკოლაში (BBSI) – „მენეჯმენტი, ლიდერობა, ადამიანური რესურსების მართვა“.

ახალგაზრდებს, პრაქტიკის ფარგლებში, მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ გამოცდილება და გაეცნონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობას.

აპლიკაციის ფორმა ამოქმედდება 2015 წლის 1 სექტემბრიდან. რეგისტრაცია დასრულდება 2015 წლის 10 სექტემბერს.

პროექტს სრულად აფინანსებს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

დეტალური ინფორმაციითვის იხილეთ ბმული

530 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში