Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტებისთვის ბათუმში დაგეგმილ სამეცნიერო სკოლა-სემინარზე რეგისტრაცია დაიწყო

სტუდენტებისთვის ბათუმში  დაგეგმილ სამეცნიერო სკოლა-სემინარზე რეგისტრაცია დაიწყო
August 27
13:44 2015

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის ორგანიზებით 2015 წლის 16-19 სექტემბრს ტარდება V საერთაშორისო სკოლა-სემინარი ,,ბიომედიცინის აქტუალური საკითხები’’.

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

სკოლა-სემინარი ჩატარდება ინტერდისციპლინურ ფორმატში და მოიცავს შემდეგ საკითხებს – ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბიოსუფრთხოება, ბიოეთიკური პრინციპებისა და ნორმების დაცვის მნიშვნელობა ბიოსამედიცინო საქმიანობაში, ადამიანთა პოპულაციების ბიოლოგიური ბანკების შექმნის მნიშვნელობა ფუნდამენტური კვლევებისა და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებისათვის, ეთნობოტანიკური კვლევების მნიშვნელობა ბიომედიცინაში.

სკოლა-სემინარის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგიური და სამედიცინო პროფილის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და რეზიდენტებს (სულ 30 მონაწილე).

სკოლა-სემინარის ძირითადი მიზნებია:

  • მეცნიერებისადმი სტუდენტთა ინტერესის სტიმულირება;
  • მსმენელთა გაცნობიერება ბიოსამედიცინო მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებში;
  • საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე
  • ინტერდისციპლინური მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების ჩამოყალიბების სტიმულირება.

დასახული მიზნების მისაღწევად ბიოსამედიცინო მიმართულების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერების და უმაღლესი სასწავლებლების წამყვანი პედაგოგების მიერ ჩატარდება ლექციები, მასტერ-კლასები, დისკუსიები და ლაბორატორიული მეცადინეობები.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი CV-სა და გასაუბრების საფუძველზე.

სკოლა-სემინარის მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

310 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში