13 ოქროს წესი სიზარმაცისთვის

მხიარული ინფო

,,თუ ყინულის ნატეხი დაგივარდა, ფეხით მაცივრის ქვეშ შეაგდე”

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

  1. ნურასოდეს ეკვეთები საქმეს დიდი შემართებით. თუ საკმარისად მოიცდის. საბოლოოდ მას ვინმე სხვა გააკეთებს;
  2. რაც უფრო შორსაა პულტი, მით უფრო სასურველია გადაცემა, რომელიც ტელევიზორში გადის;
  3. თუ რამეს ვერ წვდები, არც გჭირდება. ამგვარი მიდგომა ფიზიკურ რეფლექსად უნდა აქციო;
  4. დამღლელი ლექციების შემდეგ სახლში მისულს ვერავინ გაგიგებს და განუგეშებს ისე როგორც ფუმფულა ტახტი;
  5. მაქსიმალურად აარიდე სამუშაოს თავი, მაგრამ თუ დასაქმება გარდაუვალია მაღალ პოზიციებს დაუმიზნე, იქ ხომ ცნობილი უსაქმურები არიან;
  6. ყველაზე პროდუქტიული რამ რისი გაკეთებაც შეგიძლია, ძილია;
  7. თუ დაინახავ რომ ვინმე ისვენებს, დაეხმარე მას (თანადგომა ხომ ჰუმანურობის საფუძველია);
  8. რაც საწოლ ქვეშ ვარდება, იკარგება. სამუდამოდ;
  9. თუ ვინმემ ლექციაზე ძილში გამოგიჭირა, ნელა ასწიე თავი და თქვი: „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
  10. თუ გაგვიანდება საერთოდაც აღარ წახვიდე, რათა არაპუნქტუალურობაში არ დაგდონ ბრალი;
  11.  “ხვალ“ ლათინური სიტყვაა და ქართულად იმ დროს აღნიშნავს, როცა ყველაფერს გააკეთებ, რაც დაგეგმილი გაქვს;
  12. რაც არ გვღლის, გვაძლიერებს;
  13. კურდღლები დახტიან და 8 წელი ცხოვრობენ. ძაღლები დარბიან და 15 წლამდე ქაჩავენ. კუები კი თითქმის არაფერს აკეთებენ და 150 წლამდე ძლებენ. მგონი, ყველაფერი გასაგებია.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები