ისრაელის მთავრობა სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიებს აცხადებს

გაცვლითი პროგრამები

ისრაელის მთავრობა აცხადებს სასწავლო და კვლევით სტიპენდიებს მაგისტრატრანტების, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის.

სასწავლო სტიპენდიების მიღებისათვის აუცილებელია

  • ფლობდეთ მინიმუმ ბაკალავრიატის დიპლომს;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ ნაწილობრივი ან მთლიანი დაფინანსება.

სრული დაფინანსება გულისხმობს:

  • სწავლის სრულ დაინანსებას;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას 8 თვის განმავლობაში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ნაწილობრივი დაფინანსება კი გულისხმობს:

  • სწავლის ნაწილობრივ დაფარვას;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას 8 თვის განმავლობაში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

მგზავრობა და საცხოვრებელი ხარჯები უნდა დაფაროს მონაწილემ.

სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა. პროცედურები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები