ბათუმში სტუდენტთა კონფერენცია ,,შავი ზღვის მდინარეთა აუზების ეკოლოგია” გაიმართება

ივენთი

2015 წლის 5 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ,,შავი ზღვის მდინარეთა აუზების ეკოლოგია” გაიმართება.

მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბსუ და საქართველოს სხვა უმაღლესი
    სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის
    საფეხურის სტუდენტებს
  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია
  • ძირითადმა ავტორმა მოთხოვნილი ფორმატით უნდა წარმოადგინოს ვრცელი
    ილუსტრირებული თეზისები, ორ ენაზე, ქართული და ინგლისური (ორი ცალ-
    ცალკე ფაილი), გაგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე office@civitas.ge
  • გადაწყვეტილება თეზისების მიღების შესახებ აპლიკანტს ეცნობება
    ელექტრონული ფოსტით
  • ძირითადი ავტორისათვის აუცილებელი პირობაა მოთხოვნილი ფორმატით
    პრეზენტაციის წარმოდგენა კონფერენციაზე
  • ავტორებს პრეზენტაციისთვის დაეთმობათ 10-15 წთ, დისკუსია 5-10 წთ
  • მასალები დაიბეჭდება კონფერენციის შემდგომ და დაეგზავნებათ ძირითად
    ავტორებს

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეთათვის განსაზღვრულია უფასოდ:

  • კონფერენციის მასალების ბეჭდვა (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
  • ღამისთევა და ტრანსპორტირება მონაწილეებისათვის (საჭიროებისამებრ)
  • შესვენებები ყავა/ჩაი/სადილი

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 სექტემბერი, თეზისების წარდგენა კი 20 სექტემბრამდეა შესაძლებელი.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლათ იხილოთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები