ქალის ,,აწეული” სკანდალი

მხიარული ინფო

ლოგიკური ეჭვი მაქვს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგიგინებიათ, ისე, უბრალოდ საჭესთან, სარკესთან, აბაზანაში. ეგ არაფერი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ძალიან ცოტა თქვენგანი გაუღვიძებიხართ გინებით ვინმეს, მით უმეტეს, თქვენს ფანჯარასთან ატეხილ ალიაქოთს ,,მამალი ქალის” ლიდერობით.

თბილისში ე.წ. ,,შაურმების ქუჩა” ალბათ გაგიგიათ, აი, შუა ქალაქში, მერიასთან. იქვე სკვერში ფეხით მოძრაობა თუ გაგჭირვებიათ, ესეც იმიტომ, რომ პარკი შაურმებით ხელში დახუნძლულ სტუმრებს ძლივს იტევს. კეთილი და პატიოსანი, მესმის მხიარულება, ხმამაღალი გართობა, თუმცა, არ მესმის სკვერში დაყრილი გაზიანი სასმელის ბოთლები და პოლიეთილენის პარკები. აი, საერთოდ ვერ თანავუგრძნობ აღელვებულ ადამიანებს, რომლებიც, თავს უფლებას აძლევენ, გასართობ, სასეირნო პარკში, ღამის პირველ საათზე სრული გადატრიალება მოაწყონ.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

კიდევ კარგი, რომ ამ ფაქტის მომსწრე ფხიზელი, არამძინარი  თვალით გავხდი, მინიმუმ იმიტომ მაინც, რომ სწორად წარმოგადგენინოთ, რა სკანდალის ,,აწევა” შეუძლია შეზარხოშებულ ქალს, იმ მამაკაცების იმედების საბოლოო გადასაწურად, ვინც ფიქრობს რომ ქალის ადგილი არის ,,კუხნაში”.

ჩემი ფანჯარა, რომელიც სკვერს გადაჰყურებს, მოკლედ რომ გითხრათ, ბევრ საიდუმლოს და კურიოზს იტევს. ხშირად შემინიშნავს, სკვერში სკამებზე წამოწოლილი უსახლკარო მოხეტიალეები.  ხანდახან ბუნტის თავებადაც გვევლინებიან, მაგრამ ძირითადად, გარშემომყოფთათვის არაშემაწუხებლად შეექცევიან მანუგეშებელ ალკოჰოლს.

გუშინაც თითქოსდა ჩვეულებრივი  საღამო იყო, საოცრება არც შემდეგ მომხდარა, მაგრამ უცნობმა ქალმა, ღამის პირველ საათზე, მთელი ქუჩა თავზე  დაიმხო და თავისუფლად გააგრძელებდა, რომ არა საპატრულო ეკიპაჟი. მცირედი შელაპარაკება, ვიღაც ბოხი ხმის ქალსა და დიდი პაუზებით მოლაპარაკე, სავარაუდოდ მთვრალ მამაკაცს შორის, ჩემდა უნებურად მაინც გავიგონე. თურმე წინ მელოდება სრული გაუგებრობა, რომელიც 15 წუთს მაინც გაგრძელდა, ვიდრე ვიღაც ღვთისნიერმა პატული არ გამოიძახა. მოჩხუბარი ქალი, გინების ქარცეცხლში ატარებდა ჯერ სრულიად კაცთა მოდგმას და შემდეგ იმ საცოდავს, სკვერში რომ მიემწყვდია. გაცეცხლებული ქალი, რომელმაც ამ მამრის მთელი საგვარეულო, სანათესავო შესაფერისად მოიკითხა, მერე პირად აგრესიაზე გადავიდა. მესმის, რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ არ მესმის მთელი ქუჩა, დიდიან პატარიანად, სკანდალის მოწმედ რატომ დაგვიყენა.  როგორც გითხარით, პატრულმა აღკვეთა წყვილის ბოგინი შუა ღამისას და სამწუხაროდ ზედ მიაყოლა, პარალელური კორპუსებიდან ერთმანეთის შემყურე, საწოლიდან ახლადწამოვარდნილი, ნახევრად გახდილი, აივნებზე გამოფენილი ვიღაც-ვიღაცები.

ანა ბედინაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები