სახელმწიფო უწყებებში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე იწარმოებს

აქტუალური

სახელმწიფო უწყებებში სტუდენტთა სტაჟირების მორიგი ეტაპი 15 ოქტომბერს დაიწყება, თუმცა მანამდე სტუდენტებმა განაცხადები საკუთარ უნივერსიტეტში 15 სექტემბრამდე უნდა შეავსონ. 

საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნით, წელს რეგისტრაციის წესები შეცვლილია:  სტაჟირებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტს უნდა მისცენ წერილობითი თანხმობა, რომ მათი მონაცემები გადაეცეს საჯაროს სამსახურის ბიუროს. ამიტომ, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიაკითხოთ უნივერსიტეტში სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრებს ან კარიერული განვითარების ცენტრებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, უნივერსიტეტებში რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (ვისაც უკვე დახურული აქვს მინიმუმ 6 სემესტრი), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს და 2013, 2014 და 2015 წლის ნებისმიერი საფეხურის კურსდამთავრებულებს, ვისაც აქვს GPA 3.0 და მეტი ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული მინიმუმ B (81-90% – ძალიან კარგი).

იხილეთ იმ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებსაც შეუძლიათ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755, ელ- ფოსტა: info@csb.gov.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები