Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორ უნდა მოვემზადოთ თსუ-ში საგნების ასარჩევად

როგორ უნდა მოვემზადოთ თსუ-ში საგნების ასარჩევად
September 09
16:34 2015

იმისთვის, რომ თსუ-ში სასურველი საგნები ავირჩიოთ, უნდა მოვიმარაგოთ:

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

1. მთელი დღისათვის სამყოფი მოთმინება. ეს ინგრედიენტი აუცილებელია, ვინაიდან საგნების არჩევის პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს და როცა ვვარაუდობდით, რომ ნახევარ საათში სასურველი ცხრილი უკვე დაწყობილი გვექნებოდა (რაც, სხვათა შორის, გამოუსწორებელი შეცდომაა), ამისთვის მთელი დღის მონაკვეთიც კი არ გვეყოს;

sasurveli cxrili mumia
2. მძიმე მარცხის ასატანად აუცილებელი პესიმისტური განწყობა. თქვენ შეიძლება ძალიანაც გინდათ კონკრეტულ ლექტორთან მოხვედრა, რადგან ბევრი კარგი გსმენიათ მის შესახებ, მაგრამ ეგ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სურვილი აუცილებლად აგიხდებათ. წინასწარ განეწყვეთ იმისთვის, რომ ამ ლექტორთან ადგილები ელვის სისწრაფით შეივსება და თქვენ სხვა, ნაკლებადსასურველი ლექტორი შეგრჩებათ ხელში;

leqtorebtan ver movxvdi
3. იმპროვიზაციის უნარი. შეიძლება სასურველი საგნების სია ანბანური თანმიმდევრობით გქონდეთ ჩამოწიკწიკებული, მაგრამ, როცა საქმე თსუ-ში საგნების არჩევაზე მიდგება, ყველაზე მყარი წესრიგიც კი ანარქიად იქცევა. ასეთ დროს აუცილებელია იმპროვიზაციისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი: თუ შენს სასურველ საგანზე ყველა ადგილი შეივსო, მომენტალურად უნდა იპოვო დაახლოებით მსგავსი საგანი, რომელზეც რამდენიმე ადგილი ჯერაც თავისუფალია და სწრაფად აირჩიო.

improvizacia
4. ადაპტაციის უნარი. შესაძლოა ცხრილი ისე აგეწყოთ, როგორც დაგეგმილი სულაც არ გქონდათ, რამდენიმე საგანი ერთმანეთზე დაგემთხვეთ და წითლად აღაჟღაჟდეს, მაგრამ ამის გამო ნუ შედრკებით, ნამდვილ სტუდენტს შესწევს იმის ძალა, რომ ორ ისეთ სემინარზე, რომელიც ერთსა და იმავე დროს ტარდება, ერთდროულად იყოს და სასურველი ქულაც მოიპოვოს. ხშირად სხვა გზა მაინც არ აქვს.

ori seminari ertad
5. თავითდარწმუნების ძალა. როცა ყველაფერი დასრულდება (ოდესმე) და ცხრილიც ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებს, უნდა შეგწევდეთ იმის ძალა, რომ საკუთარი თავი დაარწმუნოთ შემდეგში – „უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო“.

mtavaria sagnebi airchio

3,062 ნახვა
Tags
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2015
M T W T F S S
« Aug   Oct »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930