სახალისო ფაქტები ბრიტანული უნივერსიტეტების შესახებ

საინტერესო ფაქტები

მეცხრამეტე საუკუნეში კემბრიჯის უნივერსიტეტი ცნობილ პოეტს ჯორჯ ბაირონს ძაღლის ყოლის ნებას არ რთავდა, სანაცვლოდ ბაირონმა მოშინაურებული დათვი მოიყვანა და ვინაიდან დათვის შესახებ უნივერსიტეტის წესდებაში არაფერი ეწერა, მას ვერავინ შეეწინააღმდეგა;

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

byron000

ლივერპულის უნივერსიტეტის არაერთი სტუდენტი ჩივის იმის შესახებ, რომ შიგადაშიგ პაციენტის ფორმაში გამოწყობილ, დერეფნებში მოხეტიალე ადამიანებს ხედავენ. აღნიშნული უნივერსიტეტის შენობა მენტალური აშლილობის მქონე ადამიანთათვის განკუთვნილი ინსტიტუტის ნაგრევებზეა აშენებული;

mochvenebebi

არსებობს ვარაუდები, რომლის მიხედვითაც ლონდონის უნივერსიტეტი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ დაბომბვას უვნებლად იმიტომ გადაურჩა, რომ ჰიტლერს ამ შენობაში სურდა სამხედრო ბაზის განთავსება. ასევე მიჩნეულია, რომ სწორედ ეს ადგილი გამოიყენა ჯორჯ ორუელმა პროტოტიპად, როცა თავის ცნობილ რომანში “1984” „ჭეშმარიტების სამინისტრო“ აღწერა;

london university2

london university
დურამის უნივერსიტეტს მსოფლიოში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს კურსდამთავრებულთა ერთმანეთზე ქორწინების მხრივ. ამ უნივერსიტეტის სტუდენტთა 70% სწავლის დასრულების შემდეგ ერთმანეთზე ქორწინდება;

colqmari
ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა სტუდენტი ფიცს დებს იმის შესახებ, რომ არ დაანთებს ცეცხლს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში; ფიცის ტექსტი ამასთანავე მოიცავს დაპირებას იმის შესახებ, რომ სტუდენტი ბიბლიოთეკის ქონებას არ დააზიანებს და დაემორჩილება ყველა წესს, რომელიც ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერაა დადგენილი;

cecxli
როუჰამპტონის უნივერსიტეტი დასახელებულია სასწავლებლად, რომელშიც ყველაზე მეტი სექსუალურად აქტიური სტუდენტი სწავლობს. გამოკითხვის თანახმად მათი რიცხვი 7 ათასს აღწევს და ერთ სტუდენტს საშუალოდ, სწავლის დასრულებამდე, ექვსიდან შვიდამდე სექსუალური პარტნიორი ჰყავს;

seqsi 2

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები