ვაკანსიების კვირეულისთვის რეგისტრაცია 14 სექტემბერს დაიწყება

აქტუალური

ვაკანსიების კვირეულისათვის რეგისტრაცია 14 სექტემბრიდან დაიწყება და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება. ვაკანსიების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად სამუშაოს მაძიებლები უნდა ეწვიონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდს, შემდეგ კი სპეციალური ბანერის მეშვეობით დარეგისტრირდებიან ვაკანსიების კვირეულზე.

კვირეული თბილისსა და თელავში ჩატარდება. მასში მონაწილეობის მისაღებად სამუშაოს მაძიებლები, პირველ რიგში რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ დასაქმების პორტალზე www.worknet.gov.ge, ხოლო უშუალოდ ვაკანსიების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად, უნდა ეწვიონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდს – www.ssa.gov.ge -ს, შემდეგ კი სპეციალური ბანერის მეშვეობით დარეგისტრირდებიან ვაკანსიების კვირეულზე.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

რეგისტრაცია ორშაბათს, 14 სექტემბერს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს. 22 სექტემბრიდან, კვირეულის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ეძლევათ უშუალოდ გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებელებს კონკრეტულ ვაკანსიასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, პროგრამა სამუშაოს მაძიებლებისთვის გასცემს კვირეულზე დასასწრებ სარეგისტრაციო ბარათს. პირმა უნდა დაბეჭდოს ბარათი და მასზე მითითებული იქნება კონკრეტული პირისთვის გასაუბრებაზე მისვლის დრო და ადგილი. გასაუბრებაზე მისვლისას პირმა თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ბარათი, პირადობის მოწმობა, ასევე CV-ის რამდენიმე ეგზემპლარი. ყველა პირი კვირეულზე უნდა გამოცხადდეს მისთვის განკუთვნილ დროს.

ვაკანსიების კვირეულისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პორტალს – worknet.gov.ge-ს, უკვე აქვს 500-მდე ვაკანსია თბილისსა და კახეთში 170-მდე კომპანიიდან. ვაკანსიების მოძიების პროცესი გრძელდება და უახლოესი კვირის განმავლობაში მას სავარაუდოდ კიდევ დაემატება ახალი ვაკანსიები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები