Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თსუ-ში სწავლა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო

თსუ-ში სწავლა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო
September 14
16:30 2015

თსუ-ში სწავლა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.  უკმაყოფილო სტუდენტების ნაწილმა რექტორისა და დედაქალაქის მერის გამოსვლების და ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული ღონისძიების ჩაშლა სცადა. დავით 11050098_1117411131621551_1608403560143674315_o (1)ნარმანიას და ლადო პაპავას ხმაურის ფონზე მოუხდათ მისალმებოდნენ სტუდენტებს.

აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტში არსებული პირობები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ისინი ცოდნის მიღებას ვერ ახერხებენ, გადასახადები მაღალია, სწავლის ხარისხი კი ფასს არ შეესაბამება.

სტუდენების ნაწილი ამბობს, რომ გადატვირთულია ბაზები და საგნების არჩევას ვერ ახერხებენ.

როგორც თსუ-ის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ განაცხადა საგნების არჩევის დროს პრობლემა წარმოიქმნება როცა საგანი იმავდროულად არჩევითიცაა და სავალდებულოც. მისი განმარტებით, მსგავსი საგნების არჩევის უფლება პირველ რიგში იმ სტუდენტებს აქვთ, ვისთვისაც ის სავალდებულოა, შესაბამისად ადგილები ივსება და ამ საგნი როგორც არჩევით საგნად არჩევას მხოლოდ სტუდენტების მცირე ნაწილი ახერხებს.

12015161_1117411894954808_5476380930226293314_o

,,პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არის სავალდებულო საგნები და არის არჩევითი. პროტესტს იწვევს, როგორც წესი,ის რომ როდესაც ერთი და იგივე საგანი სავალდებულოც არის და არჩევითი, პირველ რიგში ბაზები ეხსნება იმ სტუდენტებს რომელთათვისაც ეს საგანი არის სავალდებულო და რჩება ცოტა ადგილი მათთვის, ვისაც არჩევითად უნდა აირჩიონ. ბუნებრივია ეს პრობლემა არის დაკავშირებული პროფესორთა რაოდენობასა და სტუდენტების რაოდენობასთან. ეს თითქმის ყველა მსოფლიო წამყვანი უნივერსიტეტებისთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელია,” – აღნიშნა პაპავამ.

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

ფოტების ავტორი: ლუკა პერტაია

1,374 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2015
M T W T F S S
« Aug   Oct »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930