5 სასარგებლო აპლიკაცია პირველკურსელებისთვის

ინფორმერი

თანამედროვე სმარტფონში ფეისბუკისა და ინსტაგრამის თვალიერების გარდა უამრავი სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლება. უფრო კონკრეტულად, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლის პერიოდში და გაიმარტივოთ სწავლა და, ზოგადად, სტუდენტური ცხოვრებაც.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ეს აპლიკაციები სრულიად უფასოა და თავისუფლად შეგიძლიათ გადმოტვირთოთ სხვადასხვა სატელეფონო სისტემების მქონე პირველკურსელებმა და არამხოლოდ.

1. Evernote – ხელმისაწვდომია IOS, Microsoft, Android-ისთვის. თუ ლექციაზე ლექტორი საინტერესო ინფორმაციას გაწვდით, თქვენ კი ჩასაწერი საშუალება თან არ გაქვთ, ამ პრობლემას აღნიშნული აპლიკაცია მოგიხსნით.აოლიკაციის დახმარებით თქვენ შეძლებთ სმარტფონში მონიშნოთ და ჩაიწეროთ სხვადასხვა ინფორმაცია, შეინახოთ მასში PDF-ის ფორმატის დოკუმენტები. ასევე აპლიკაციას შეუძლია ხმოვანი ჩანაწერის ბეჭდურად გადაყვანა.

2. Blackboard –  ხელმისაწვდომია IOS, Microsoft, Android-ისთვის. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამ პროგრამას იყენებენ სალექციო მასალის ასატვირთად. შესაბამისად ეს აპლიკაცია მოსახერხებელია გადმოტვირთოთ სალექციო მასალა და იმეცადინოთ მაშინაც კი როცა წვდომა არ გაქვთ კომპიუტერთან.

3. Allrecipes – ხელმისაწვდომია IOS, Microsoft, Android-ისთვის. ბევრი სტუდენტი, რომელიც მარტო ცხოვრობს თავად უწევს საჭმლის მომზადებაზე ზრუნვა. ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ მოიძიოთ მაქმილაურად მარტივი და მალე მოსამზადებელი კერძების რეცეპტები და ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით კერძის მომზადების პროცესს. ასევე საშულება გაქვთ საკუთარი რეცეპტები სხვებსაც გაუზიაროთ.

4. Spendometer – ხელმისაწვდომია IOS და Android-ისთვის.  სტუდენტური ბიუჯეტი დიდი ოდენობით არ გამორჩევა, ამიტომაც ეს აპლიკაცია დაგემხარებათ სწორად გადაანაწილოთ და აკონტროლოთ თქვენი ბიუჯეტი

5. Dictionary.com – ხელმისაწვდომია IOS და Android-ისთვის. სტუდენტებს ხშირად უწევთ სწავლა უცხო ენაზე, რაც ხშირად საჭიროებს ლექსიკონის დახმარებას. აპლიკაცია დაგეხმარებათ თარგმნოთ თქვენთვის უცხო სიტყვები, მოძებნოთ მათი სინონიმები და შეამოწმოთ სპელინგი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები