7 რჩევა ჰემინგუეისგან, თუ როგორ ვწეროთ უკეთ

ლიტერატურული გვერდი

1. თუ წერის დაწყება გიჭირს, დაწერე ერთი ჭეშმარიტი წინადადება.
ჰემინგუეი იხსენებს, როგორ უჭირდა მოთხრობის დაწყება არაერთხელ. ამ დროს ის შემდეგნაირად ინუგეშებდა თავს: „ნუ ღელავ, შენ წერდი დღემდე და მომავალშიც დაწერ. დასაწყისისთვის მთავარია, დაწერო ერთი ჭეშმარიტი წინადადება. ყველა იმ წინადადებებზე ჭეშმარიტი, რაც კი ოდესმე თავში მოგსვლია.“
2. როცა ხედავ, როგორ განვითარდება შინაარსი, დროებით შეჩერდი.
ჰემინგუეის აზრით, კარგი ნაწარმოების შესაქმნელად აუცილებელი იყო მწერალს შემოქმედებითი ტაიმ აუტი აეღო მაშინ, როცა ხედავდა, რომ ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა და სიუჟეტის განვითარებაც ნათელ სახეს იღებდა.
3. სიუჟეტზე მხოლოდ წერის პროცესში იფიქრე.
ჰემინგუეის მიაჩნდა, რომ ნაწარმოებზე ფიქრი მხოლოდ მისი შექმნის პროცესში იყო გამართლებული. ის პირადი მაგალითით იხსენებს, რამდენჯერ მომხდარა, რომ სიუჟეტი გონებაში არევია იმის გამო, რომ მასზე მაშინ ფიქრობდა, როცა არ წერდა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

4. როცა წერის გაგრძელებას დააპირებ, აუცილებლად წაიკითხე, რაც მოცემული მომენტისთვის გაქვს დაწერილი.
„საუკეთესო გზაა, მუდმივად იკითხო საკუთარი დაუსრულებელი ნაწერი ყოველდღიურად, თავიდან ბოლომდე, ჩაასწორო, რაც საჭიროა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელო წერა იქიდან, სადაც შეჩერდი.“ – წერს ჰემინგუეი.
5. ემოცია კი არ უნდა აღწერო, არამედ უნდა შექმნა.
ჰემინგუეი საუბრობს, როგორ უჭირდა წერის პროცესში იმის გადმოცემა, რასაც გრძნობდა. ამ პრობლემის დასაძლევად ის აუცილებლად მიიჩნევს იმ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც ბიძგს აძლევენ ემოციის წარმოშობას.
6. გამოიყენე ფანქარი.
ჰემინგუეი ხშირად იყენებდა საბეჭდ მანქანას წერილებისა თუ სტატიების წერისას, მაგრამ, როცა საქმე სერიოზულ ნაწარმოებზე მიდგებოდა, ის ყოველთვის ფანქარს იყენებდა.
7. იყავი ლაკონიური.
ამ ცნებას ჰემინგუეი საკუთარ შემოქმედებაში მუდმივად ითვალისწინებს, ის ყოველთვის ცდილობს სიტყვების ეკონომიას, ერიდება მკითხველის გადაღლას ვრცელი წინადადებებით და უპირატესობას ანიჭებს სიტყვების მარტივ წყობას.

ალბერ კამიუ ბედნიერებისა და სიყვარულის შესახებ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები