ევროპული დიპლომატიის სემინარი ვარშავაში ქართველი ახალგაზრდებისათვის

გაცვლითი პროგრამები

2015 წლის 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ვარშავაში ევროპული დიპლომატიის სემინარი გაიმართება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და მოლდოვადან.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სემინარი განკუთვნილია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც ინტერესდებიან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ახალბედა ლიდერებისთვის, საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

ვორქშოპი ტარდება კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ზოგიერთ მონაწილეს სემინარზე დასწრების ხარჯები დაუფინანსდება ორგანიზატორი მხარის მიერ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ აპლიკაცია.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 4 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაცია სემინარის შესახებ იხილეთ აქ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები