როდის ჩაირთვება ილიაუნის სტუდენტებისთვის ,,არგუსი”

ინფორმერი

ილიაუნის სტუდენტებისათვის ,,არგუსის”  ჩართვის დრო ფაკულტეტებისა და სწავლის საფეხურის მიხედვით ცნობილია.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

  • ბაკალავრიატის საფეხურის პირველი სასწავლო წლის და სამართლის სკოლის ყველა სემესტრის სტუდენტებისათვის სისტემა “არგუსი” არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 24 სექტემბერს 12 საათზე.
  • ბაკალავრიატის საფეხურის ბიზნესის სკოლის, მეცნიერებათა და ხელოვნების, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის (მე-2,მე-3,მე-4 და დამატებითი წლის) სტუდენტებისთვის სისტემა “არგუსი” არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 24 სექტემბერს 15 საათზე.
  • მაგისტრატურა, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის სისტემა “არგუსი” არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 5 ოქტომბერს 14 საათზე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, რეგისტრაციის დაწყების მომენტისათვის, არგუსზე წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური დავალიანება.

სტუდენტებს, რომლებსაც გაფორმებული აქვთ სწავლის საფასურის ყოველთვიური გადახდის შეთანხმება არგუსში წვდომა არ შეეზღუდებათ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ვებ-გვერდიდან.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით იმუშავებს ცხელი ხაზი:

არგუსის ადმინისტრაცია 223-06-04

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები