როგორ შექმნა ღმერთმა ლექტორი

მხიარული ინფო

– დღეს შემოქმედებით ტალღაზე ვარ, – უთხრა ღმერთმა ანგელოზებს – ამიტომ მოდი კიდევ შექვქმნი რამეს. ან ვინმეს.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

– ვის, უფალო? – ჩაეკითხა ერთ-ერთი ანგელოზი.

– ადამიანს, რომელსაც დაბალი ხელფასი და მაღალი პასუხისმგებლობა ექნება, რადგან მას განათლებასთან გააიგივებენ და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მიჰბაძავენ. ვინმე ისეთს, ვინც იძულებული იქნება აკადემიურად ჩაიცვას და თავი ყველას მოწესრიგებულად მოაჩვენოს. – მიუგო ღმერთმა.

– მოდი ამ ადამიანს შეზღუდული იუმორის გრძნობა მივცეთ და ვაფიქრებინოთ რომ სინამდვილეში მაგარი იუმორისტია, ამიტომ ვალდებულია ხშირად იხუმროს. – ჩაერთო მეორე ანგელოზი.

– მშვენიერია. ამასთან მომეტებული სარკაზმით დავაჯილდოვოთ რათა შენიშნვის გარეშე არ დატოვოს ჯერაც განათლების მაძიებელი ახალგაზრდების სულელური ქმედებები და სიტყვები. – არ ჩამორჩა მესამე ანგელოზი.

– ჰო, თან მივანიჭოთ ძალაუფლება რომლითაც შეეძლება ამ ახალგაზრდების გამწარება, რათა მისი რიდი და პატივისცემა ჰქონდეთ. – ჩაიქირქილა მეოთხემ.

– ვალაპარაკოთ საათობით და მივცეთ მონოტონური ხმა, რათა მსმენელმა მალე მოიწყინოს და მთქნარება დაიწყოს. – ხელები მოიფშვნიტა მეხუთემ.

– ისე მოვაწყოთ, რომ ყველაფერი რასაც იტყვის სპეციალურ სახელმძღვანელოში იყოს აღწერილი, რაც მის ორსაათიან ღაღადს არაფრისმომცემად აქცევს. გარდა ამისა მივცეთ ბერკეტი, რომლითაც შეეძლება ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად გაწამება და ამ ბერკეტს ინკვიზიცია ვუწოდოთ. ან ტანჯვის აქცია. ან პრეზენტაცია. პრეზენტაცია ჯობია. – ბრეინსტორმინგი მოაწყო მეექვსე ანგელოზმა.

– კარგია, გარდა ამისა, მივცეთ ახალგაზრდების შეფასების საშუალება და ამავდროულად ვაქციოთ ყველაზე არაპუნქტუალურ არსებად მსოფლიოში, რომელიც ამ შეფასების დასრულებას მთელ მარადისობას მოანდომებს. – ბეჭედი დაასვა მერვემ.

შემოქმედებით ტალღაზე მყოფმა ღმერთმა, რომელიც ამ ყველაფერს ღიმილით იწერდა, თქვა:

– მშვენიერია, შევქმნათ ასეთი ადამიანი და დავარქვათ მას ლექტორი.

ფოტო: ქეთი თორია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები