Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პრეზენტაციაში აუდიტორიის ჩართვის 5 ხერხი

პრეზენტაციაში აუდიტორიის ჩართვის 5 ხერხი
September 26
11:20 2015

წარმატებული პრეზენტაციისთვის აუდიტორიის ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ გსურთ, რომ  თქვენი პრეზენტაციის თემით აუდიტორიის თითოეული წევრი დააინტერესოთ და ორმხრივი კონტაქტი შედგეს, ქვემოთ მოყვანილი რჩევები გამოგადგებათ:

გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე!.

1. აუდიტორიის წევრები ერთმანეთს დააკავშირეთ
გამოიყენეთ ისეთი ფრაზა რაც აუდიტორიის თითოეულ წევრს მიახვედრებს, რომ ის კონკრეტული ჯგუფის შემადგენელი ნაწილია. მაგ.: ,,ჩვენ აქ შევიკრიბეთ. რათა ვისაუბროთ გარემოს დაბინძურების პრობლემის შესახებ”. მსგავსი ფრაზით თქვენ მათ მიანიშნებთ, რომ ისინი აქ თანამოაზრეებთან ერთად იმყოფებიან და თითოეული მათგანი ქმნის საერთო ინტერესების მქონე აუდიტორიას. შესაბამისად მათ ექმნებათ შთაბეჭდილება, აქ მხოლოდ პრეზენტაციის მოსასმენად კი იმყოფებიან, არამედ იმისთვის რომ თანამოაზრეებთან ერთად პრეზენტაციის თემა განიხილონ.

2. ეცადეთ გამოიწვიოთ მათი ემოციები
პრეზენტაციის დროს აუდიტორიის ემოციების გამოწვევა მათი ჩართვის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია. აუდიტორიის ემოციების გამოწვევა შეგიძლიათ პრეზენტაციის თემის შესახებ არსებული სტატისტიკის, ფოტო და ვიდეო მასალის, ისტორიების ჩვენებით. ასე უფრო მეტად დაანახებთ აუდიტორიას თქვენი თემის მნიშვნელობას.

3. დაუბრუნდით პრეზენტაციის დასაწყისს
პრეზენტაციის მსვლელობის დროს უკვე განხილული საკითხები ერთგვარად შეაჯამეთ ხოლმე. ასე აუდიტორიის წევრებს დაეხმარებით კარგად გაიაზრონ და ერთმანეთს დაუკავშირონ პრეზენტაციაში მოყვანილი საკითხები და მეტად გაითავისონ რატომ არის მნიშნვლოვანი პრეზენტაციის თემა.
თუ პრეზენტაციის თემას ხშირად არ ახსენებთ, მისი მნიშვნელობა აუდიტორიისთვის უცნობი იქნება.

4. გაართეთ აუდიტორია
მართალია ყველა პრეზენტაციისას ანეკდოტს ვერ მოყვებით, თუმცა თუ ისეთ საკითზე საუბრობთ. რომელთანაც ადვილად შეიძლება რომელიმე ანეკდოტის, ხუმრობის ან თუნდაც სასაცილო ისტორიის დაკავშირება, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი. ასე აუდიტორიას გაართობთ და ზემოთაღნიშნულ ემოციურ დამოკიდებულებასაც გამოიწვევთ.

5. გააცანით აუდიტორიას პრეზენტაციისგან მიღებული ბენეფიტები
პრეზენტაციის დასაწყისშივე აუდიტორიას აუცილებლად აუხსენით რაში სჭირდებათ მათ მიწოდებული ინფორმაცია. ასე მათ წინასწარ განწყობას შეუქმნით და განუმარტავთ თუ რატომ უნდა გისმინონ და პრეზენტაციასაც უფრო მეტი ყურადღებით მოუსმენენ.

წყარო: www.lifehack.org

1,109 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2015
M T W T F S S
« Aug   Oct »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930