Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორ შექმნა ღმერთმა დამკვირვებელი

როგორ შექმნა ღმერთმა დამკვირვებელი
September 28
17:18 2015

ლეგენდის თანახმად მას შემდეგ რაც ღმერთმა საგანმანათლებლო სისტემის შექმნა მოილია, ის საგონებელში ჩავარდა.
– გამოცდები კი დავაწესე სტუდენტთა ცოდნის შესამოწმებლად, მაგრამ ხომ ვიცნობ ადამიანს, ის ყოველთვის იპოვის გზას იეშმაკოს. რა მოვიფიქრო იმისთვის, რომ მათ პატიოსნად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა გამოცდებზე?
ამ დროს თურმე ეშმაკი ახლო-მახლო დასეირნობდა, ღმერთის სიტყვები რომ გაიგო ყურები ცქვიტა და თავისებური ღიმილით მიუახლოვდა:
– ვხედავ, რაღაცაზე ჩაფიქრებულხარ. გამენდე, იქნებ დაგეხმარო.
– როდის დამხმარებიხარ თავი რომ ახლა გაიგიჟო? მაგრამ ჯანდაბას, გეტყვი, იქნებ ამ ერთხელ მაინც მოგივიდეს კარგი იდეა. არ ვიცი როგორ გავაკონტროლო სტუდენტები გამოცდებზე.

ეშმაკმა ჩაიქირქილა:
– ეგ ხომ უადვილესი ამოცანაა, შემოქმედო. უნდა შექმნათ მახვილი თვალის ადამიანი, რომელსაც სტუდენტთა მცირე მოძრაობაც კი არ გამოეპარება და აღჭურვოთ ის ძალაუფლებით, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს მათი დასჯა!
– და ეს უზრუნველყოფს სამართლიან გამოცდებს?

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.
– რა თქმა უნდა. თუ ვინმე ჩემობას (A.K.A. ეშმაკობას) გაბედავს, ეს ადამიანი ხელს ჩაავლებს და გამოცდიდან მოისვრის!
– ზედმეტ სიმკაცრეს ხომ არ იჩენ?
– როგორ გეკადრება! ეგ კი არა, მინდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავად შევითავსო ეს ფუნქცია.
– შენ ხომ სხვა საქმეები გაქვს?
– გამოვნახავ დროს. ადამიანის სახეს მივიღებ და სხვა კოლეგებში რომ არ აგერიო, მუდამ ბოტასებს ჩავიცმევ.
– კარგი, მიეცი ნამდვილი მაგალითი, როგორ აკეთონ საქმე. – დასთანხმდა ღმერთი.
– ძალებს არ დავზოგავ.
– სახელი რა დავარქვათ?
– დამკვირვებლები. – თქვა ეშმაკმა და კუპრიანი ხელები მოიფშვნიტა.

damk

299 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2015
M T W T F S S
« Aug   Oct »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930