Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

დავით კაკულია – „სუპერ ლექტორის სუპერ დასაწყისი“

დავით კაკულია – „სუპერ ლექტორის სუპერ დასაწყისი“
October 01
13:48 2015

თუ თქვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციას სწავლობთ, ახლანდელი მეოთხე კურსელები საგნების არჩევის წინ ნამდვილად დავით კაკულიას გაუწევენ რეკომენდაციას. ხოლო თუ უკვე მე-7 სემესტრელი ხართ და კაკულიას ლექცია ჯერ არ მოგისმენიათ, Facebook-ზე ნუ შეხვალთ, გული დაგწყდებათ, რომ ასეთი რამ გამოტოვეთ.

ჯგუფში არაერთი სტუდენტის პოზიტიურ შეფასებას გადააწყდებით („მეტი დავით კაკულია უნივერსიტეტს. სუპერ ლექტორის სუპერ დასაწყისი… მადლობა თქვენ, ბატონო დავით, ამხელა ადრენალინისათვი.“). სამხედრო ჟურნალისტიკა ის საგანი აღმოჩნდა, რომელზე sr,,ნადირობაც’’ 9 სექტემბერს, ბაზების გახსნისთანავე, დაიწყო. სახელი თავიდანვე მიმზიდველად და დამაინტრიგებლად ჟღერდა. თანაც, ამბობდნენ, მას ,,რუსთავი 2-ის’’ ჟურნალისტი კითხულობსო. სტუდენტების კომენტარების წაკითხვისა თუ მოსმენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.

დავით კაკულია თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში სწავლობდა. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა, ჟურნალისტიკის მიმართულებით. ამბობს, ჟურნალისტობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვიცოდი, მსახიობი ვერ გამოვიდოდიო. სამხედრო ჟურნალისტიკასთან დაკავშიებით კი უფრო სერიოზულად საუბრობს.

გაგრაში დაიბადა. მისი თქმით, ძირითადი მოტივატორი, სახმედრო ჟურნალისტიკის არჩევისას, სწორედ ომი იყო. მასთან ერთად კი მიზანი, რომლის შესრულებასაც ამ გზით აპირებს: ,,დარწმუნებული ვარ, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ასე უფრო მეტს გავაკეთებ ქვეყნისთვის. თუმცა, როდესაც ჩემს ქვეყანას მიკროფონზე და კამერაზე მეტად ჯარისკაცი დასჭირდება, მზად ვარ, მეც იარაღი ავიღო ხელში.“

kak
პრაქტიკული საქმიანობა პირველად ,,მე-9 არხზე’’ დაიწყო, შემდეგ იყო ,,საზოგადოებრივი რადიოს’’ გადაცემა ,,პიკის საათი’’, მუშაობდა ამავე რადიოს სანფორმაციო სამსახურში, 2007 წლის შემდეგ კი ,,რუსთავი 2-ელია’’. ახლა გადაწყვიტა ლექტორის როლი მოირგოს და თავი ამ ამპლუაში გამოსცადოს, რათა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიროს. ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სტუდენტი ამ სფეროს აირჩევს, არ სურს იგივე შეცდომები დაუშვას, რაც მან:

,,არ მინდა რომელიმე თქვენგანი აქციის დარბევისას სცემონ, ან ტყვიამ იმსხვერპლოს, არც ერთი კადრი არ ღირს თვენი სიცოცხლის ფასად. გახსოვდეთ, კამერა და მიკროფონი ნებისმიერ საბრძოლო იარაღზე ძლიერია.’’ – ეს ის სიტყვებია, რომლებიც სტუდენტებს პირველივე ლექციიდან ესმით.
თსუ-ის ერთ-ერთი სტუდენტი სალომე თინიკაშვილი ამბობს, რომ გამოცდილების გაზიარება სწავლების ყველაზე სასარგებლო გზაა:

,,არსებობს მომენტები, რომლებიც არათუ უნივერსტეტის დამთავრების შემდეგ, არამედ სულ გემახსოვრება. არასდროს დამავიწყება კრწანისის საწვრთნელი ცენტრიდან დარუნების შემდეგ დარჩენილი ემოცია. ენთუზიაზმით ვიყავი სავსე. დავითი პირველი ლექტორია, რომელიც გასცდა აუდიოტორიის საზღვრებს და შემოგვთავაზა რაღაც ახალი.“

kak11

სტუდენტების დიდი ნაწილი სამხედრო ჟურნალისტიკის ლექტორზე საუბრისას ამბობს, რომ ის ძალიან უბრალო, უშუალო და მეგობრულია სტუდენტებთან მიმართებით:

,,დავითმა უკვე დაიმსახურა სტუდენტების კეთილგანწყობა. რაც ყველაზე ძალინ მომწონს მასში, ეს სტუდენტებთან უშუალო და მეგობრული დამოკიდებულებაა. მასთან თავს კომფორტუად ვგრძნობთ და აშკარაა, რომ ჩვენთან მთლიანად იხარჯება. როდესაც ხედავ, ლექტორი მაქსიმალურად ცდილობს თავისი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროს, ეს კიდევ უფრო მეტად გაძლევს სტიმულს.’’- აღნიშნავს დავითის ერთ-ერთი სტუდენტი, ბადრი კობიაშვილი.

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

,,მას შეუძლია ,,დანაღმულ საზღვრებზე” სიარული ისე, რომ ნაღმები არ ამოქმედდნენ’’- ასე აფასებს კოლეგას ,,რუსთავი 2-ის’’ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი. ის ასევე ამბობს, რომ დავითი, იგივ „კაკუ“, არის იმ ხარისხის რეპორტიორი და ამბის მთხრობელი, რომლის აზრიც მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მისი პიროვნული თვისებებიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე.

,,დავით კაკულიას ვიცნობ, ალბათ, ნახევარი ცხოვრებაა. ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის დასაწყისში ერთმანეთი თსუ-ში გავიცანით. ორივე ,,მეექვსე კორპუსელები’’ ვართ და, შესაბამისად, ერთნაირად, ერთი და იმავე ადამიანებმა გვასწავლეს ორივესთვის ძალიან საყვარელი საქმე.’’- აღნიშნავს დავით ქაშიაშვილი.
ასეთია დავით კაკულიას რჩევები მომავალი სამხედრო ჟურნალისტებისათვის:

„არასდროს დაკარგოთ ადამიანური სახე;

აკონტროლეთ ემოციები;

პატივი ეცით ორივე დაპირისპირებულ მხარეს;

აუცილებლად მიიღეთ სათანადო განათლება;

ნუ იქნებით უაზროდ უშიშარნი, რადგან ასეთ შემთხვევაში დაიღუპებით;

არასდორს გაცვალოთ სიცოცხლე 20-წამიან ვიდეომასალაში.“

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

1,510 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში