Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“თვალების ხატვა ყველაზე დიდი სიამოვნებაა,” – მარიამ ცხადაიას რეალისტური ნახატები

“თვალების ხატვა ყველაზე დიდი სიამოვნებაა,” – მარიამ ცხადაიას რეალისტური ნახატები
October 01
11:29 2015

მარიამ ცხადაია ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების სტუდენტია, რომელიც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ხატვას უთმობს, რაც კარგადაც გამოსდის. სოციალურ ქსელში მისი ნახატები არაერთმა პოპულარულმა გვერდმა გააზიარა, არსებობს კონკრეტული გვერდიც, რომელზეც მისი ნამუშევრის ფოტოები იტვირთება და ეს გვერდი საკმაოდ აქტიურია. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მოკლე ინტერვიუს მარიამ ცხადაიასთან და მის რამდენიმე ნამუშევარს.

ცხად პროფ2

-მარიამ, რატომ გადაწყვიტე ეკონომიკის ფაკულტეტის არჩევა?

-იმიტომ რომ დღეს საქართველოში სახვითი ხელოვნება არც ისე შემოსავლიანია.

-ანუ პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე და არა იმიტომ რომ ნამდვილად გინდა ამ მიმართულებით სწავლა?

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

-მიმართულებაზე თავს კომფორტულად ვგრძნობ ჩემი კურსელების გარემოცვაში, იმიტომ, რომ ძალიან კარგები არიან და სწავლას რაც შეეხება, შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვსწავლობ მაგრამ მაინც მაქვს შინაგანი წინააღმდეგობა.

-რამდენი ხანია, რაც ხატავ?

-რაც თავი მახსოვს სულ ვხატავ.

ცხად

-საყვარელი მხატვარი/მიმდინარეობა?

-მართალი გითხრა, არ მყავს და არც მიმდინარეობას გამოვარჩევ.

-შენს სტილს თუ მიაკუთვნებ რომელიმე მიმდინარეობას?sami tve

-ალბათ ჰიპერ რეალიზმს. ვისაც ჩემი ნახატები უნახავს, მიხვდება რატომაც.

-მაქსიმუმ რა დრო დაგჭირვებია 1 ნახატის დასრულებისთვის?

-მაქვს ერთი ნახატი, რომელსაც 2 თვე ვხატავდი.
-ძირითადად პორტრეტებს ხატავ, ხშირად აკვირდები ქუჩაში ხალხის სახეებს მასალის შესაგროვებლად?

-ნამდვილად. მიყვარს ქუჩაში ან მგზავრობის დროს ადამიანების “დათვალიერება”. ზოგჯერ წარმოვიდგენ როგორები იქნებოდნენ საპირისპირო სქესის რომ ყოფილიყვნენ. საინტერესო თამაშია, სცადე აუცილებლად.

-აღმიწერე შენი ხატვის პროცესი.

-თითოეულ დეტალში ჩადიხარ, თვალებიდან დაიწყებ და მერე შეყვები. თვალების ხატვა ყველაზე დიდი სიამოვნებაა. უღრმავდები, იძირები, ეფერები, გიყვარდება. აი, მაშინ გამოდის ნახატი კარგი, როცა გიყვარდება და ეს შედეგს აუცილებლად ეტყობა. ბოლოს დაჯდები ფინჯანი ჩაით ცალ ხელში და მეორეში იმით რაც შექმენი.

ცხად1

ცხად22 ცხად212 ცხად222 ცხად244 ცხად2121

 

ლია ლიქოკელი – “ტანჯვის ნიჭი მაქვს მომადლებული”

1,451 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში