სტუდენტური სახე: ეკა ყანჩაველი – “ყველაზე დიდ სიამოვნებას მუსიკა მანიჭებს”

ინტერვიუ

ეკა ყანჩაველმა პოპულარობა Facebook-ზე ეგრეთ წოდებული “ვაინებით” მოიპოვა. დღეს მას პირად პროფილზე დაახლოებით 44 ათასი “ფოლოვერი” და 5 ათასზე მეტი მეგობარი ჰყავს. წელს ეკა სტუდენტი გახდა, მან თსუ-ში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. სტუდინფო გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ეკა ყანჩაველთან.

ew

რატომ აირჩიე ქართული ფილოლოგია?
უბრალოდ, არც ერთი პროფესია არ მხიბლავდა დიდად და ფილოლოგია ავირჩიე, ყველაზე ნორმალური ეს იყო ჩემთვის. სამომავლოდ ჩემი ცხოვრება მუსიკას უკავშირდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვსწავლობ ფილოლოგიაზე ვნახოთ რა იქნება.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
კონსერვატორიაში რატომ არ ჩააბარე?

ჩემი აზრით, არ ჰქონდა აზრი, ვიწვალებდი და ბოლოს დიპლომი არ გამომადგებოდა,თან სხვა სტილს მინდა მივყვე და ამ შემთხვევაში კონსერვატორია არ გამომადგება.

რა სტილს?

რეპი, პოპი, რ & ბ.

როდის დაიწყო შენი პოპულარობა Facebook-ზე?

2 წლის წინათ დავიწყე ვიდეოების დადება და მოეწონა ხალხს, იქიდან დაიწყო ყველაფერი.

ალბათ სასიამოვნო შეგრძნებაა როცა ამდენი ადამიანი გიცნობს, არა?

კი, ძალიან!

უარყოფითი მხარეები არ აქვს?

არანაირად, მე არაფერს ვუწუნებ.

არ გაწუხებენ ან არაადეკვატურ აგრესიას არ აწყდები ხოლმე?

არასდროს და სწორედაც რომ ეგ მსიამოვნებს. ნუ არიან ისეთები, ვისაც ვაღიზიანებ ან არ მოვწონვარ, ეს ხომ სუბიექტურია. უბრალოდ ჩემს ყურამდე არ მოდის ალბათ.

დიდი ადგილი უკავია Facebook-ს შენს ცხოვრებაში? ხვალ რომ გაიგო, გაუუქმეს, როგორ იმოქმედებს შენზე?

ყველას ჰგონია, რომ ძალიან დამოკიდებული ვარ, ნამდვილად არა. მარტო თავისუფალ დროს შემოვდივარ.გული დამწყდება ძალიან, თუ გაუქმდება, მაგრამ არ ყოფილა აქამდე Facebook-ი, მაინც ცხოვრობდა ხალხი.

რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?

მუსიკა!

რას უსმენ ყველაზე ხშირად?

რეპს, პოპს, რ&ბ.

უნივერსიტეტი მოგწონს? როგორია პირველი შთაბეჭდილებები?

უნივერსიტეტი მომწონს, მაგრამ ძალიან დავიღალე უკვე.

ახალ გარემოში იმედგაცრუების მომენტი არ გქონია?

კი, მაგრამ უფრო ძლიერი სურვილი მიჩნდება, თავიდან ვცადო.
რამ გაგიცრუა იმედი?

მოდი გადავახტეთ ამ კითხვას.

კარგი. პირველკურსელებს ხუმრობით პინგვინებს ეძახიან, იმიტომ, რომ დაბნეულები და გაურკვევლები არიან, სიახლით შეშინებულები, შენც ეგრე ხარ თუ შედარებით უკეთ და სწრაფად შეძელი ადაპტაცია?

სწრაფად შევძელი კი, მაგრამ ცოტა მაინც გამიჭირდა სწავლის პროცესთან შეგუება.

რატომ?

რთული მასალაა, პლუს ცხრილი, თან ქსეროქსებზე სირბილი და ერთი სიტყვით ყველაფერი ერთად.

eff efff efffff

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები