Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ყველა დროის 10 საუკეთესო რუსი მწერალი

ყველა დროის 10 საუკეთესო რუსი მწერალი
October 07
11:54 2015

1. ლევ ტოლსტოი
მან თავისი კარიერა მოთხრობებისა და რომანების წერით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით არაერთი პიესა და ესეც დაწერა. მისი ყველაზე პოპულარული წიგნებია – „ომი და მშვიდობა“ და „ანა კარენინა“. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ტოლსტოიმ სახლი დატოვა და ასკეტურ ცხოვრებას მიჰყო ხელი, თუმცა მალევე გარდაიცვალა პნევმონიისგან.

1
2. ფიოდორ დოსტოევსკი.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი ფსიქოლოგიურ ნაწარმოებებს ქმნიდა. პროფესიით ის სამხედრო ინჟინერი იყო, თუმცა 1844 წელს უტოპიური სოციალისტების ჯგუფს შეუერთდა და პროფესია დაივიწყა, ამისთვის პოლიციამ დააპატიმრა და ციმბირში გაგზავნა. თავისი ცხოვრების ეს პერიოდი მან სამ რომანში აღწერა. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებად მიჩნეულია – „იდიოტი“ და „დანაშაული და სასჯელი“.

2
3. ნიკოლაი გოგოლი

✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.
ის უკრაინაში დაიბადა, წერდა მოთხრობებს, რომანებს, იყო დრამატურგიც. თავის ნაწარმოებებში საოცარი სიზუსტით აცოცხლებდა იმ ადამიანებს უკრაინის ისტორიიდან. მას შემდეგ, რაც მან წერა დაიწყო, მალევე დაინტერესდა უკრაინის ისტორიით და მოიპოვა დეტალური ინფორმაცია კიევის უნივერსიტეტიდან. მისი ნაწარმობებიდან ყველაზე პოპულარულია – „ტარას ბულბა“.

3
4. ივან ბუნინი
პირველი რუსი მწერალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში. მისი შემოქმედება ტოლსტოისა და ჩეხოვის რეალისტური მიმდინარეობის მემკვიდრედაა მიჩნეული. „არსენიევის ცხოვრებაში“ აღწერილია თავად მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტები.

4
5. ალექსანდრე პუშკინი
პუშკინმა რუსული ლიტერატურა საკუთარი რომანტიკული შემოქმედებით დაიპყრო. მისი პირველი პოემა მაშინ გამოქვეყნდა, როცა ის ჯერ კიდევ 15 წლის იყო და ამის შემდეგ პუშკინმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. იქიდან გამომდინარე, რომ ემოციური და მგრძნობიარე პიროვნება იყო, ის ხშირად ხვდებოდა ჩხუბებში და დუელებში. ცხოვრების განმავლობაში მან 27 დუელში მიიღო მონაწილეობა და სწორედ ერთ-ერთი ასეთი დუელის დროს მოკლეს.

5
6. ანტონ ჩეხოვი
ჩეხოვი პროფესიით ფიზიკოსი იყო. თავდაპირველად მან მხოლოდ ფინანსური მიზნებით დაიწყო წერა, თუმცა მოგვიანებით უფრო ამბიციურად იქცა და მწერლობაც სერიოზულად აღიქვა, პარალელურად კი სამედიცინო პრაქტიკას აწარმოებდა. მალე ჩეხოვმა მსოფლიო თავისი მოთხრობებით დაიპყრო და დღეს მისი ნაწარმოებები უსაზღვროდ პოპულარულია.

6
7. მიხაილ ბულგაკოვი
ბულგაკოვიც ჩეხოვის მსგავსად სამედიცინო პრაქტიკას მისდევდა, მაგრამ, როცა მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, მან თავის თავში მწერალი აღმოაჩინა და მალე პოპულარობაც მოიპოვა იმ რეალობის სატირული აღწერისათვის, რომელშიც საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ. მალე მისი პიესები აიკრძალა, გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები კი ჩამოერთვა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია: „ოსტატი და მარგარიტა“.

7
8. ვლადიმირ ნაბოკოვი
ნაბოკოვმა მსოფლიოში სახელი „ლოლიტას“ წყალობით გაითქვა, რომელიც ინგლისურადაც დაწერა და რუსულადაც. მისი პირველი 9 რომანი რუსულად დაიწერა, ამის შემდეგ მან ინგლისურად დაიწყო წერა. „ლოლიტაც“ ინგლისურად დაწერა და მხოლოდ მას მერე, რაც ამ წიგნმა უდიდესი წარმატება მოუტანა პარიზში, ის რუსულადაც თარგმნა.

8
9. ივან ტურგენევი
ტოლსტოისა და პუშკინის თანამედროვე ავტორს პოპულარობა მოუტანა ნაწარმოებმა სახელად „მამები და შვილები“. ის ასევე წერდა მოთხრობებსა და პიესებს. თავდაპირველად „მამები და შვილები“ რუსებმა დაგმეს, რის გამოც ტურგენევს ქვეყნის დატოვება მოუხდა, მაგრამ დღეს აღნიშნული ნაწარმოები მსოფლიო კლასიკადაა მიჩნეული.

9

10. ბორის პასტერნაკი
პასტერნაკმა ნობელის პრემია მოიპოვა ნაწარმოებით „ექიმი ჟივაგო.“ ნაწარმოების შექმნისას ის იდევნებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ. ამ რომანს პასტერნაკი 10 წლის განმავლობაში წერდა. დასრულების შემდეგ ის საბჭოთა კავშირში არ გამოაქვეყნეს და 1957 წელს გამოქვეყნდა იტალიაში, იტალიურ ენაზე. „ექიმი ჟივაგო“ საბჭოთა კავშირში მხოლოდ 1988 წელს გამოქვეყნდა.

10

 

წყარო: topyaps.com

6,002 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში