პროექტი – ARIS ბლოგერი განახლებული სახით ბრუნდება

ARIS ბლოგერი

“სტუდენტური ამბების” პროექტი – “ARIS ბლოგერი” განახლებული სახით ბრუნდება! პროექტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გამოაქვეყნონ თავიანთი მოსაზრება, კომენტარი, რეპორტაჟი (ფოტო, ვიდეო, აუდიო), ბლოგი, ესე, ნახატი, ჩანახატი, მოთხრობა, ლექსი, რომელიც შეესაბამება წინასწარ შერჩეულ თემატიკას  – და მიიღონ ჰონორარი.

ჰონორარის მიღების წესი: სათაურის გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ ჰონორარი გადაეცემა შემოსული მასალის სამ რჩეულ ავტორს. აქედან ერთს სტუდინფოს რედაქცია თავად აარჩევს პირად კრიტერიუმებზე დაყრდნობით. დანარჩენი ორი გამარჯვებული გამოვლინდება იმის მიხედვით თუ რამდენად პოპულარულია მისი ბლოგი. იმისთვის რომ პოპულარული ბლოგის ავტორმა ჰონორარი მიიღოს, მის ბლოგს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1000 ნახვა.

სათაურს ორ კვირაში ერთხელ „studinfo”-ს რედაქცია გთავაზობთ.

მაშ ასე, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში თქვენ მიერ გამოგზავნილი ნამუშევრის სათაური (თემატიკა) უნდა იყოს შემდეგი:

“გამოცდის წინა ღამე”

სტუდენტებს თავიანთი ნაწერების გამოგზავნა შეეძლებათ ელექტრონულ მისამართზე: – studinfoaris@gmail.com

მასალის მიღება დასრულდება 20 ნოემბერს, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 23 ნოემბერს!

არ მიიღება ნამუშევრები, რომლებიც არ შეესაბამება თემატიკას!

ჟანრი შეიძლება იყოს ნებისმიერი.

განახლებული “ARIS ბლოგერის” შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ჰონორარის გაცემის წესები იხილეთ აქ.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები