როცა ლექცია ცხრა საათზე მეწყება

ARIS ბლოგერი

ორ წელზე მეტი გავიდა, რაც სკოლა დავამთავრე. ხშირად ვიხსენებ თუ რა მომწონდა და რა არ მომწონდა სკოლის პერიოდში. კარგად მახსოვს ის დღე, როცა სკოლაში პირველად წავედი, სანამ სკოლაში საზეიმოდ წავიდოდი ტელევიზორში გადიოდა ფილმი, რომლის მთავარი გმირი პატარა თაგუნია იყო ,თუ არ ვცდები ,,სტუარდ ლიტლი“ ერქვა. ისიც კარგად მახსოვს, რომ სკოლაში წასვლას ამ ფილმის ყურება მერჩევნა მერე რა ,რომ სკოლის პირველ დღეს გავაცდენდი, მაგრამ ვინ გაცალა. მივედი თუ არა დამხვდა ბავშვებით გატენილი კლასი, კლასელები რატომღაც არ მესიმპატიურნენ. ყველა ბავშვი ცდილობდა თავი გამოეჩინა ბაღში დაზეპირებული ლექსებით, მე კი არც არასდროს მივლია ბაღში და არც გამჩენია სურვილი თავი გამომეჩინა. მერჩივნა წყნარად დავლოდებოდი სპეკტაკლის დამთავრებას და სახლში წავსულიყავი , სადაც თავს ვინუგეშებდი ,,დენდი“-ს თამაშით ან ეზოს ბავშვებთან ბურთის გაგორებით უცხო გარემოსგან გადაღლილობის შემდეგ.
თანდათ შევეჩვიე სკოლის სივრცეს , კლასელებთან საერთო ენაც გამოვნახე, მაგრამ სულ უფრო და უფრო მიჭირდა იმ რეჟიმის დაცვა, რომელიც დილის 8 საათზე ადგომას მავალდებულებდა და თბილ (ტკბილ) საწოლთან განშორებას მაიძულებდა. ვფიქრობდი თუ რა კარგი იქნებოდა სკოლა საერთოდ ,რომ არ ყოფილიყო .. დილით არ მომიწევდა ადგომა და შესაბამისად ბედნიერიც ვიქნებოდი… დრო და დრო შევეგუე და აღარც ვწუწუნებდი, როდესაც ყურში ჩამესმოდა ყველასათვის ნაცნობი ფრაზა ,,ადექი! სკოლაში წასვლის დროა!“ შემდეგ იყო როდესაც (მე-3, მე-4 კლასში) მეორე ცვლაში გადავედი და მიჩვეულ რეჟიმიდან სხვა რეჟიმზე გადართვა მომიწია ( პირველ საათზე მეწყებოდა), რა თქმა უნდა, ტრაგიკული მოვლენა არ ყოფილა . შემდეგი კლასიდან მოყოლებული კი ისევ დილით გაღვიძება და გადაწობა ნამდვილად დიდ სირთულეს წარმოადგენდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება,რა გინდა ,რომ გააკეთო,თავს იმით ვინუგეშებდი ,რომ ოდესღაც დავამთავრებდი სკოლას და არ მომიწევდა დილით ადგომა,ეს გზა კი ყველას გასავლელია. იყო პერიოდები, როცა დილის 7 საათზე ვდგებოდი (ძირითათადად ვარჯიშობდი ან ლუის ვუყურებდი). მთავრდებოდა სასწავლო წელი- შესაბამისად ვემშვიდობებოდი დილით ადგომის რიტუალსაც და საზეიმოდ ვეგებებოდი კარგად გამოძინების სამ თვიან წმინდა პერიოდს (летняя спячка).
ასე იყო წლიდან წლამდე სანამ არ დავამთავრე სკოლადა და არ ჩავაბარე უნივერსიტეტში. დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი. მეც მივეკუთვნები იმ ჩამოსულთა ჯგუფს ,რომლებსაც თბილისში არასდროს არ უცხოვრია, ამიტომ ვფიქრობ ჩემთვის სტუდენტობა გაცილებით მიმზიდველია თავისი გამოწვევებით, ემოციებითა და სხვა უამრავი ფაქტორით ვიდრე ადგილობრივი თბილისელი სტუდენებისთვის .
ყველა საუნივერსიტეტო პროცედურის შემდეგ მივადექი მთავარ პროცედურას ,,საგნების არჩევას „ . ეს ყველაფერი მეუცხოა , ახლა უკვე მე ვწყვეტდი , რომელი საათიდან დავიწყებ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას და გადვწყვიტე იმ საგნებს საერთოდ არ გავკარებოდი ,რომელიც მხოლოდ ცხრა საათზე იწყებოდა და მინიმუმ 11 საათიანს ავირჩევდი. ცოტა არ იყოს შემაშინა კიდევაც როდესაც ყველა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ნაცნობ ,,არგუსში” რაღაც შეფერხება მოხდა და საგნების არჩევა საომარ მოქმედებებში გადაიზარდა ( დასწრებაზე იყო) ჩემდა საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მალე გაიარა პირველმა წელმა.
მეორე კურსის მეორე სემესტრში ვიგრძენი, რომ ყველაფერი ისე არ იყო ,როგორც საჭიროა . თავს უფრო ცუდად ვგრძნობდი ვიდრე იმ დროს, როცა სკოლაში წასასვლელად დილით ადგომა მიწევდა ,ვფიქრობ მაშინ უფრო ლაღად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს. გადავწყვიტე აწი დილის საათებში ამერჩია ლექციები . რათქმაუნდა პირველი კვირა ძალიან გამიჭირდა ადრე დაწოლა-ადრე გაღვიძება ,მითუმეტეს როდესაც ვხედავდი მძინარე სტუდენტებს და ხშირად გამოუძინარ გაჩეჩილ ლექტორებს (რაც ძილის სურვილს უფრო მიჩენდა) მაგრამ შემდეგ საკუთარ თავს შევუქმენი მოტივაცია და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა , ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა.. მითუმეტეს თუ ეს სურვილები სიზარმაციდან გამომდინარეობს … გამოდის, რომ საკუთარ ბედნიერებაზე უარს ვამბობთ … არაფერია იმაზე უკეთესი როდესაც ადრე დგები და გრძნობ რომ გამოძინებული, ენერგიით ხარ ავსებული ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავ, უკვე თამამად შეიმიძლია ვთქვა ,რომ ,როცა დილის 9 საათზე ლექცია მაქვს ბედნიერი ვარ (თუ არ ჩავთვლითა ვტობუსში და მეტროში გატარებულ რამდენიმე უბედურ წუთსაც კარგი იქნება).

პ.ს სწორი რეჟიმი = დროის სწორ დანაწილებას = კარგად სწავლას = წარმატებას = ბედნიერებას 

ავტორი: ლევან მიქაძე

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები