აინშტაინის პასუხი გოგონას, რომელსაც სურდა, მეცნიერი გამხდარიყო

საინტერესო ფაქტები

ცოტა ხნის წინათ ფილოსოფიის დარგში გენდერული დისბალანსის მომსწრენი გავხდით – არათანაბარი შეფარდება მამაკაცებსა და ქალებს შორის განსაკუთრებით მეცნიერებაშია თვალსაჩინო. ეს სისტემური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა შეუძლებელია მხოლოდ სამეცნიერო ლიტერატურის ჟანრში ქალ ავტორთა რაოდენობის გაზრდით. ან უმაღლესი განათლების სამეცნიერო ფაკულტეტებზე მათი დიდი რაოდენობის მიღებით. პირვლე რიგში, პატარა გოგონები უნდა წავაქეზოთ გახდნენ მეცნიერები. მაგრამ როგორ?!

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სახალისო კრებულში ,,ძვიფასო პროფესორო აინშტაინ: ალბერტ აინშტაინის წერილები ბავშვებს და წერილები მათგან“, ვხვდებით მიმოწერას აინშტაინსა და გონებამახვილ სამხრეთ ამერიკელ გოგონას, ტიფანის შორის. გოგონა ალბერტს საკუთარ შვილიშვილს აგონებდა. იმის მიუხედავად, რომ ამ დროს აინშტაინი თავის კარიერული თუ კულტურული წინსვლის მწვერვალზე იმყოფებოდა, გოგონასთან მიმოწერისთვის დროის გამონახვას მაინც ახერხებდა.
1946 წლის 19 სექტემბრით დათარიღებულ წერილში, ტიფანი წერს:

ჩემს წინა წერილში დამავიწყდა მეთქვა, რომ გოგო ვარ. იმას ვგულისხმობ რომ გოგო ვარ. ეს ყოველთვის მაწუხებდა. თუმცა თანდათან ამ ფაქტს შევეგუე. მოკლედ, ვერ ვიტან კაბებს, ცეკვებს და ყველა იმ სისულელეს რაც ჩვეულებრივ გოგოებს მოსწონთ. მე ცხენებსა და ჯირითს ვამჯობინებ. ადრე, სანამ მომინდებოდა მეცნიერი გავმხდარიყავი, მინდოდა ჟოკეი ვყოფილიყავი და ცხენებით რბოლებში მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ ეს წლების წინ იყო. იმედი მაქვს ახლა, როცა უკვე იცი გოგო ვარ, ჩემზე წარმოდგენა არ შეგეცვლება.

1946 წლის, დაახლოებით სექტებერ-ოქტომბრის – იმ დროის სტანდარტებისთვის შესაფერისი მოკლე პასუხი აიშტაინისგან:

მე არ მაღელვებს რომ გოგო ხარ, მაგრამ უფრო მნიშნელოვანი ისაა, რომ ეს თავად შენ არ გაწუხებს. ამის მიზეზი არც გაქვს.

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები