ვაკანსია STUDINFO.GE-ზე

დასაქმება

საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი „არის ჯი“ აცხადებს ვაკანსიას „STUDINFO.GE – სტუდენტური ამბებისთვის“ სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერის   პოზიციაზე და ეძებს ახალგაზრდა, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

აუცილებელი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის სფეროში, სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ყურადღება!  სამოტივაციო წერილში მოგვწერეთ ზოგადი, მოკლე სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეძლებთ დროის მოკლე მონაკვეთში სხვადასხვა უნივერსიტების ყველაზე აქტიური, კრეატიული და პოპულარული სტუდენტების შერჩევას და შემდგომში მათ ჩართვას სტუდენტურ ღონისძიებებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, განაცხადი სამოტივაციო წერილის გარეშე არ განიხილება

საქმიანობის აღწერა:

კრეატიული სტუდენტების მოძიება, მათი ჩართვა „სტუდინფოს“ საქმიანობაში, ყოველდღიური საქმიანობის  წარმართვა და კონტროლი, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ასევე სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: შეთანხმებით (თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და მიღწეულ შედეგზე)

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი, 2015

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილიდა CV ფოტოსურათით მისამართზე sales@aris.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები