Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ჯონ სტეინბეკის 6 წესი მწერლებისთვის

ჯონ სტეინბეკის 6 წესი მწერლებისთვის
October 13
12:10 2015

js

1. დაივიწყე რომ ოდესმე ნაწერს დაასრულებ. 400 გვერდიც რომ გქონდეს დაწერილი, ყურადღება არ მიაქციო მას და ყოველდღე დაწერე ერთი, დანარჩენი გვერდებისგან დამოუკიდებელი გვერდი. ეს ძალიან დაგეხმარება.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

2. წერე თავისუფლად და რაც შეიძლება სწრაფად, ყველაფერი მაშინვე გადაიტანე ფურცელზე. არასოდეს ჩაასწორო ან გადაწერო ის, რაც დაწერე, სანამ ბოლომდე არ მიიყვან. გადაწერა როგორც წესი იმის ნიშანია, რომ წერას ვეღარ აგრძელებ. ეს პროცესი ასევე არღვევს თხრობის უწყვეტ რიტმს.

3. დაივიწყე აუდიტორია, რომლისთვისაც წერ. პირველ რიგში, უსახური და უსახელო ადამიანთა ჯგუფის წარმოდგენა შეგზარავს და მეორეც, თეატრისგან განსხვავებით, მსგავსი აუდიტორია რეალურად სულაც არ არსებობს. მწერლობაში შენი აუდიტორია ერთადერთი მკითხველია. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ სასარგებლოა ამ ერთი მკითხველის ნაცნობებიდან არჩევა, ან მისი წარმოდგენა გონებაში და შემდგომ მისთვის წერა.

4. თუ რომელიმე სცენა ან სექცია თვალში ცუდად გხვდება, გადაახტი მას და გააგრძელე წერა. როცა მუშაობას დაასრულებ, დაუბრუნდი და ნათელი გახდება სადაა მისი მისი ადგილი.

5. უფრთხილდი სცენას, რომელიც შენთვის სხვებთან შედარებით უფრო ძვირფასია, რადგან ბოლოს, როგორც წესი, აღმოჩნდება, რომ ასეთი სცენა კონტექსტიდანაა ამოვარდნილი.

6. თუ დიალოგს იყენებ, წერისას ხმამაღლა წაიკითხე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ის ნამდვილი დიალოგის ელფერს.

ნიცშეს 10 რჩევა მწერლებს

534 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში