Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მე მეორე კურსელი ვარ

მე მეორე კურსელი ვარ
October 14
17:42 2015

უკვე მეორეკურსელი ვარ, საკმაოდ გაცნობიერებული ვარ სტუდენტის ცხოვრებისეულ ნიუანსებში, შარშან მთელი წელი ვცდილობდი სამსახური მეშოვა, წელსაც… გუშინ სტაჟირება შევწყვიტე და ასე არხენიად განვაგრძობდედის კისერზე ცხოვრებას, რას გამიგებს ადამიანი, ხან ქვეყნის უკუღმართობას დავაბრალებ უმუშევრობას, ხანაც უნივერსიტეტში სწავლას, მოკლედ მთავარია, გული გულობდეს, თორემ მიზეზს რა დალევს.

წერა მიყვარს, გამომდის არ გამომდის – ვწერ. მინდა, არ მინდა, მთხოვენ, არ მთხოვენ, დიდი ოხერი ვინმე ვარ.

თსუ-ში ვსწავლობ… ოო, ეს უნივერსიტეტი ნამდვილად კლავს, მაგრამ არამგონია, ჩემთან რამე გამოუვიდეს, მე თსუ-ში დიდი ჭადრის ხეები მიყვარს და ძველი კედლები, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარში ვაძლევ თავს უფლებას სტუდენტის რომანტიკა ვასუნთქო თბილის ქალაქს, ხშირად ცხელი ყავით ან ჩაით ხელში დავდივარ ამ უნივერსიტეტის კედლებში და ხან რაზე ვბაასობ მეგობრებთან, ხან რაზე…ტყუილი რა საკადრისია მეგობრებო და იმაზეც მიწუწუნია 2 ლარი რა ყავას მივეცი, 1.80 თეთრი ამ პატარა ჰამბურგერში ზედმეტი თავმოყვარეობა ხომ არაა-მეთქი, ალბათ, თქვენც შეამჩნევდით ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, იდეაში მე სწორედ ამაზე უნდა ვწერდე ახლა, მაგრამ… მაგრამ და მაგრამ.

ამ ბოლო დროს თეატრი შემიყვარდა ძალიან. უფრო სწორედ, ასე გადაწყვიტა მეტყველების უკეთილშობილესმა, კაცთმოყვარე ჩემმა ლექტორმა, ჰოდა, მეც მივყვები ბილიკებს არა და  ბატონი იურის დავალებებს, გნებავთ რჩევებს. ფრიად კმაყოფილი ვარ, ნასიამოვნები, მით უმეტეს – ეს შემოდგომა და სწორედ სპეკტაკლისთვის და შემოქმედებითი წვისთვის განგაწყობს.

ასეა, თსუ არამარტო უმაღლეს  განათლებაზე ,არამედ სულიერ განათლებაზეც ზრუნავს… ხშირად ამინდზე, ძილზე, დაღლილობაზე მოწუწუნე შევდივარ ლექციაზე, მაგრამ შემდეგ ყელმოღერებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიწყებ საუბარს მასონურ თემებზე, თქვენ შორიდან უნდა მნახოთ რა დაჭერილი და სწორუპოვარი მზერა მაქვს, ცოტა თუ შემედრება, თავმდაბლობას არ მოვყვები აქ, შემოქმედებით პასიურობაში რომ არ ჩამომართვათ.

ალთას თუ ბალთას მე მეორე კურსელი სტუდენტი ვარ, ანთებული თვალებით და „გელას ქსეროქსით“ (გელა ვინააო არ იკითხოთ, გელამ ყველამ იცის და თუ არა, მაშინ „დაგუგლეთ“) ხელში.

ავტორი: მონიკა ჭანია

როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს

 

223 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში