Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ბესარიონ ხიდეშელი – ქართველი შემოქმედის პირადი გამოფენა ამერიკაში

ბესარიონ ხიდეშელი – ქართველი შემოქმედის პირადი გამოფენა ამერიკაში
October 16
12:14 2015

ბესარიონ ხიდეშელი ამჟამად აშშ-ში იმყოფება, ის 24 წლისაა და სანტა ბარბარეს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით. მუშაობს და თან ხატავს, რაც კარგადაც გამოსდის და უკვე მიიპყრო კიდეც ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანების ყურადღება. გთავაზობთ ბესარიონის ნამუშევრებსა და მასთან მოკლე ინტერვიუს.

besarion

-რამდენი ხანია, რაც აშშ-ში იმყოფები?

-სკოლაში ვსწავლობდი 15 წლამდე და მერე ამერიკაში წამოვედი, დედაჩემმა „გრინ ქარდი“ მოიგო ლატარეაში.

-ამჟამად რას საქმიანობ?

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

-გაყიდვების მენეჯერი ვარ ტექნოლოგიურ კომპანიაში.

-ხატვა როდის დაიწყე?

-დაახლოებით წელიწად-ნახევარია.

-როგორ ხატავ და რა ჰქვია შენს სტილს?

-არ ვიცი რა ჰქვია, ხელოვნება არ მისწავლია. ალბათ უფრო იმპრესიონისტული სტილია თემატიკურად. მაგრამ ჯერ ხელით ვხატავ მერე სკანერით კომპიუტერში გადამაქვს და ფოტოშოპით ვაფერადებ, ეფექტებს ვადებ.

-მანამდე არ აღმოგიჩენია რომ ხატვის ნიჭი გაქვს?

-არა საერთოდ.. უნივერსიტეტის დამთავრების მერე დრო მქონდა ბევრი თავისუფალი, ასე დავიწყე და ყველას ძალიან მოეწონა. ხელით კარგად ვერ ვხატავ. მოთმინება არ მაქვს, დიდი დრო უნდა ძაან დეტალურად რომ ვხატო ხელით. ასე რომ კომპიუტერით ვასწორებ ხელით დაშვებულ შეცდომებს.

-უბრალო გატაცებაა თუ სერიოზულად უყურებ?

-უკვე სერიოზულად. პირველი პირადი გამოფენა მაქვს 10 დღეში. მაგრამ არ მინდა, რომ ხელოვნება იყოს შემოსავლის წყარო. 3 გამოფენაში უკვე მივიღე მონაწილეობა და ახლა ჩემი პირადი რომ მაქვს დიდი დაფასებაა.

-გაგიყიდია ნახატი?

-2 ცალი.

-საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?

-კი, მინდა ძალიან, მაგრამ ძნელია, როცა სამუშაო არ არის არაფერი.

-რაც წახვედი, არცერთხელ ჩამოსულხარ?

-ახლა ვიყავი, სექტემბერში და შემდეგ წელსაც ჩამოვალ. იმედია, გამოფენასაც გავაკეთებ. ყოველ წელს დავდივარ. მომავალ წელს ბერლინში ვაპირებ გადასვლას 1 წლით და მერე სამშობლოში, იმედია.

1 2 3  5 6

 

იხილეთ მისი facebook გვერდი: ბესარიონ ხიდეშელი

მარიამ ცხადაიას რეალისტური ნახატები

223 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში