Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ფრანც კაფკას რჩევა – როგორი წიგნები უნდა ვიკითხოთ

ფრანც კაფკას რჩევა – როგორი წიგნები უნდა ვიკითხოთ
October 16
14:33 2015

ადამიანის ცხოვრებაში წიგნების როლსა და მნიშვნელობაზე არაერთ მოაზროვნეს უფიქრია და ბევრსაც დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია. რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული პასუხი ამ საკითხზე არ არსებობს, მაგრამ არსებობს ბევრი და საინტერესო პასუხი. მათ შორის კი გამორჩეულია ფრანც კაფკას აზრი იმის შესახებ, თუ რა ტიპის წიგნები უნდა იკითხოს ადამიანმა.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

1

გთავაზობთ მოკლე ნაწყვეტს ფრანც კაფკას წერილიდან, რომელიც მან მეგობარს 1904 წელს მისწერა:

ჩემი აზრით, ჩვენ მხოლოდ ისეთი წიგნები უნდა წავიკითხოთ, რომლებიც ჭრილობას მოგვაყენებენ. თუ წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, არ გვაფხიზლებს მოულოდნელი დარტყმით, მაშინ რატომ ვკითხულობთ მას? რათა ბედნიერება მოგვანიჭოს? ჩვენ ბედნიერები მაშინაც ვიქნებოდით, წიგნები საერთოდ რომ არ არსებობდეს, ხოლო ისეთი ნაწარმოებების დაწერა, რომელიც ბედნიერებას მოგვანიჭებს, თავადაც შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ გვჭირდება წიგნები, რომლებიც კატასტროფასავით ღრმა კვალს ტოვებენ ჩვენში, ისევე, როგორც იმ ადამიანის სიკვდილი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარდა. ან ტყეში, ყველასგან შორს გაძევება. ან თვითმკვლელობა. წიგნი უნდა იყოს იმ გაყინული ზღვის საყრდენი, რომელიც ჩვენ შიგნითაა. მე ასე მწამს.

2

საინტერესო ფაქტები ცნობილ მწერლებზე

 

3,343 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში