Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ლეგენდარული მოგზაურობა უნივერსიტეტისკენ

ლეგენდარული მოგზაურობა უნივერსიტეტისკენ
October 16
17:11 2015

გზაზე ერთი არა ბევრი კაცი მიდიოდა და თან ავტობუსით, ორიოდ სიტყვა უნდა გითხრათ იმ საოცრებათა მშობელ ავტობუსზე, რომელსაც მე თსუ-მდე დავყვები,მაშ დაბრძანდით, ბეჭი მოადუნეთ, თვალები დაძაბეთ და მოთმინებით აღიჭურვეთ (როგორც ჩემი ერთი საყვარელი ლექტორი ამბობს).

ყოველ დილით შაბათ-კვირის გარდა (განსაკუთრებით შაბათ-კვირა მიყვარს ბედის უკუღმართობით) მე ერთი დიდი, ყვითელი და ნელა მოჩანჩალე ავტობუსით დავდივარ უნივერსიტეტში, ყურსასმენები არასდროს არ მიკეთია, აბსოლუტურად განწყობილი ვარ იმ საზოგადოებისთვის, რომელთანაც მთელი დროის ნახევარ საათს ვატარებ და სწორედ ეს დრო იქცა ჩემი აღმოჩენების ჟამთა ჟამად, შემიძლია რამდენიმე მაგალითი გავიხსენო, ერთ დილას ამოდის მოხუცი ბებო დიდი ყავარჯნით ხელში, ამოდის და გვერდით მიჯდება, მე ტელეფონის საათს დავყურებ წამდაუწუმ (ჩემი ტელეფონის საათი ხუთი წუთით წინაა, ეს ისე), ცოტა ხანში ქალმა პატარა შავი ჩანთიდან ამოიღო ვეება გაზეთი და “დაეწაფა“, გუმანით მივხვდი “ასავალ-დასავალს“ კითხულობდა, ძალიან კი მინდა გითხრათ შევცდი -მეთქი, მაგრამ ტყუილი რა საკადრისია, ქალი სწორედ ხსენებულ გაზეთს კითხულობდა, გზის ნახევარი გავიარე თითქმის და ბობო მომიბრუნდა, ფრიად დამაინტრიგებელი სახე ჰქონდა, რიტორიკულ-ცინიკური, ყურადღებით მივაშტერდი,მეუბნება: “ჯავეილიძეს ასეთი სიტყვები ეკადრება?! მესმის, გამწყრალია გვარამიაზე… სულ მთლად გამოთაყვანდა ეს ხალხი… “

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

დღეს დილით მოხუცი კაცი ამოდის პეკინზე, ხელში სამგზავრო ბარათი უჭირავს პენსიონერებისთვის, რატომღაც პირველ ჯერზე ბილეთი ვერ აიღო და ჩუმად გაწყრა, მერე ახლოს მდგომი გოგონა დაეხმარა, კაცმა თავი დაუკრა და ჩამოჯდა, მის გვერდით მჯდომ ქალბატონს ხმამაღლა გადაულაპარაკა: “რაც კაპიტალიზმი შემოვიდა ფული აღარაა, ძველ დროს ჯიბე მეწვოდა იმდენი მქონდა“.

თბილისში ყოველდღე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში საცობებია , ამ საცობით შეწუხებული ქალი კონტროლიორთან ჩივის (აშკარად ეტყობა ამ უკანასკნელს სრულებით არ აინტერესებს ამ ქალის საუბარი, დამეფიცება თუ თავს დაანებებს გაიხარებს), ჩივის შემდეგი სიტყვებით : “ოჯახში ყველას 2-3 მანქანა ყავს, საიდან მოაქვთ ფული, სად ჯანდაბიდან, ვიცოდე ერთი, მე და ჩემს ქმარს ერთი ვერ გვიყიდია ორი კი არა“.

სხვა თუ არაფერი ავტობუსში, რომლითაც მე ვმგზავრობ რამდენიმე სართულიან გინებას ისწავლით.

ავტორი: მონიკა ჭანია

ლექცია დილის ცხრა საათზე

913 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში