Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ცნობილი მწერლების უცნაური ჩვევები

ცნობილი მწერლების უცნაური ჩვევები
October 19
12:14 2015

1830 წელს, როცა ჰიუგომ წიგნის „კუზიანი ნოტრ დამიდან“ წერა დაიწყო, მან შეიძინა მელნის მთელი ბოთლი და თავს შიდა პატიმრობა მიუსაჯა რამდენიმე თვის განმავლობაში. იმისთვის რომ სახლიდან გასვლის ცდუნება დაეძლია, მან თავისი ტანსაცმელი სხვაგან გადამალა და არაფერი დაიტოვა გარდა ერთი დიდი ნაცრისფერი ხალათისა. როცა მან ნაწერი დაასრულა, მისთვის შემდეგი სათაურის შერჩევა დააპირა: „რა დაიწერა ერთი ბოთლი მელნისგან“, მაგრამ ბოლოს მაინც სხვა რამე დაარქვა.

victor-hugo

ალექსანდერ დიუმა წლების განმავლობაში რომანებს მხოლოდ ლურჯ ფურცლებზე წერდა, ლექსებსა და პოემებს – ყვითელზე, სტატიებს კი ვარდისფერზე. ერთხელ, როცა ევროპაში მოგზაურობდა, ლურჯი ფურცელი დაუმთავრდა, ამიტომ მოუხდა რომანი სხვა ფერის ფურცელზე დაეწერა, რასაც მოგვიანებით ტანჯვის პროცესი უწოდა.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

dumas

ჯეიმს ჯოისი წერისას ყოველთვის საწოლში მუცელზე წვებოდა და დიდ ლურჯ კალამს იყენებდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჯოისს ძალიან ცუდი მხედველობა ჰქონდა. 1930 წლისთვის მას უკვე 25-მდე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული თვალზე, მაგრამ მისი მხედველობა არც ერთს გაუუმჯობესებია.

joyce

ჯონ სტეინბეკი მხოლოდ ფანქრით წერდა, მას ყოველთვის ედო მაგიდაზე 12 თავწამახული ფანქარი.

john-steinbeck

ჯეკ ლონდონი თავს აიძულებდა, დღის განმავლობაში მინიმუმ ათასი სიტყვა დაეწერა, სტეფან კინგმა ეს რიცხვი ორი ათასამდე გაზარდა.

jack_london_crop_2

ავტორი წიგნისა „თამაში ჭვავის ყანაში“, ჯერომ სელინჯერი ხშირად წერდა შიშველი.

selinj

 

ფრანც კაფკას რჩევა – როგორი წიგნები უნდა ვიკითხოთ

2,353 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში