Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Graduation Party ქართულ უნივერსიტეტებში

Graduation Party ქართულ უნივერსიტეტებში
October 20
13:05 2015

რასთან ასოცირდება თქვენთვის შავი მანტიები, ყელსახვევები, ერთად შეკრებილი უამრავი ახალგაზრდა, ქუდების აყრის ტრადიცია? ალბათ,  უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ წვეულებასთან, ე.წ Graduation Party-სთან. ეს ის დღეა, როდესაც ახლაგაზრდები მიღებული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატებს იღებენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ამ დღის აღსანიშნავად მსგავსი ტრადიცია იმართება. სტუდენტები სპეციალური მანტიებითა და ქუდით იმოსებიან და საზეიმო ვითარებაში იღებენ კურსდამთავრებულთათვის განკუთვნილ დიპლომებს. ზოგ უნივერსტეტში კონცერტი იმართება, ზოგან – წვეულება. ,,სტუდინფო’’ შეეცადა გაერკვია, რა პრაქტიკაა დანერგილი ამ ტრადიციასთან დაკავშირებით საქრთველოს სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში.

ft

როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო სასწავლებლების უმრავლესობაში კურსდამთავრეულებს მანტიებს უნივერსიტეტი გადასცემს, ცერემონიის დასრულების შემდეგ კი უკან ამბრუნებენ. თუმცა არსებობს უმცირესობაც. საზეიმო ღონისძიებას, ძირითადად, ადმინისტრაცია აწყობს საკუთარი ხარჯებით. ბევრ კერძო სასწავლებელშიც ასე ხდება. მიუხედავად ამისა, არის უნივერსიტეტები, სადაც სტუდენტებს გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდა უწევთ მანტიების შესაკერად, თუ საზეიმო ღონისძიების მოსაწყობად. ზოგჯერ კი დიპლომის ასაღებად ინგლისური ენის სერთიფიკატის აღებაა საჭირო, რაც ასევე ფასიანია და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ჩვენ მიერ გამოკითხული სტუდენტების დიდი ნაწილის პასუხები თითქმის მსგავსია. მანტიისა და ქუდის მიღება კურსდამთავებულებს სასწავლებლის ადმინისტრაციაში  ხელმოწერის შემდეგ  შეუძლიათ. საზეიმო ღონისძიების სახე კი სხვადასხვა სასწავლებელში განსხვავებულია.

თამარ ბენია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,, ქუდსა და მანტიაში საერთოდ არაფერი არ გადამიხდია, უნივერსიტეტისგან ვითხოვეთ. რაც შეეხება დიპლომს, მე დაჩქარებულად დავამზადებინე და სრულაიდ უფასოდ მივიღე. ამ დღეს სპეციალური კონცერტიც გაიმართა და კუსრდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.’’

2

ვალერი ბურჯალიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: ,,ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველაფერი სასწავლებლის ადმინისტრაციამ იყიდა. მივედით, ჩავიცვით მანტიები, ფოტოები გადავიღეთ და შემდეგ უკან დავაბრუნეთ.’’

ნინო შავერდაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,,სამწუხაროდ, გამოსაშვებ წვეულებაზე არ ვყოფილვარ, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს კურსლებს არაფერი გადაუხდიათ. მანტიებიცა და დიპლომიც სრულიად უფასოდ მიიღეს.’’

მარიამ ჭუმბურიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნიერსიტეტი, ქუთაისი: ,,ჩვვენს უნივერსიტეტში დამამთვრებელი ღონისძიება უფასოდ იმართება, სტუდენტებს არაფრის გადახდა არ უწევთ.’’

თამარ ჩუბინიძე, აგრარული უნივერსიტეტი: ,,მანტიები თვითონ სასწავლებელს აქვს. შესაბამისად, ყიდვა არ დაგვჭირვებია. სპეციალურად ჩვენთვის გამართულ ცერემონიაზე ჯერ დიპლომები გადმოგვცეს, ამის შემეგ კი ცერემონიის არაფომალური ნაწილი დაიწყო ტორტითა და შამპანიურებით. გვყავდა ფოტოგრაფის. ეს ყველაფერი კი სრუალიად უფასო იყო.’’

3

ნათია აფციაური, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი: ,,კუსდამთავრებულთა გამოსაშვები წვეულებისათვის მანტიებიცა და ქუდიც უნივერსიტეტში მოგვცეს. ხელმოწერით წამოვიღეთ და ცერემონიის შემდეგ უკანვე დავაბრუნეთ. დიპლომი ჯერ არ ამიღია, დამზადებას ველოდები.’’

ამ სასწალებლებისაგან განსხვავებით, ზოგიერთი კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს ბალაკავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის მისაღებად გარკვეული რაოდენობს თანხა სჭირდებათ.  სხვა სასწავლებლების სტუდენტბისაგან გასხვავებით, მათი პასუხები ვრცელია და ბევრ პრობლემას მოიცავს.

მარიამ ყაზარაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტია. ამბობს, რომ მის უნივერსიტეტში კურსადმათავრებულთათვს განკუთვნილი წვეულების მოწყობა 350 ლარი უჯდებათ: ,,ამ თანხაში შედის: დიპლომი, მანტია და ,,რედისოონში’’ გამოსვლა. ჩემი უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებული  ერთად იკრიბება, ყველა ფაკულტეტი ცალ-ცალკე გამოდის და სიტყვას ამბობს. შემდეგ არის ალაფურშეტი და ე.წ ქუდების აფრიალების ცერემონია. ჩვენს მანტიებს თან ჩვენივე სახელი და გვარი ეწერება.’’

მარიამის, თქმით, წვეულების მოწყობის გარდა, თანხა გამოცდის ჩასაბარებლადაც სჭრდებათ. 2013 წელს მის სასწავლებელში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც IELTS-ის (აიელთიეს) ან TOEFl-ის (ტოეფელი) გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტუდენტები დიპლომს ვერ იღებენ: ,,მე ჯერ აიელთიესის გამოცდა არ ჩამიბარებია წელს ვერ მივდივარ წვეულებაზე, ანუ სერტიფიკატს თუ არ მივიტანთ დიპლომს არ გვაძლევენ. გამოცდაზე გასვლა კი 328 ლარი ღირს’’, – ამბობს მარიამი.

საქართველოს საზოგადებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) კუსრდამავრებულებისათვის სპეციალური წვეულება იმართება. თუმცა მანტიისა და ქუდის შეძენა აქაც სტუდენტებს უწევთ.

მარიამ გოგავა, ჯიპას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.: ,,Graduation Party მთლიანად იყო ორგანიზებული უნივერსიტეტის მიერ, ანუ სტუდენტებს წვეულებისთვის თანხის გადახდა არ დაგვჭირვებია, აქ შედიოდა როგორც ე.წ შვედური მაგიდა, ასევე გასართობი ღონისძიებები. რაც შეეხება მანტიებსა და ქუდებს, 27 ლარი დაჯდა მათი  შეკერვა.’’

ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარი პოზიცია აქვს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და ჯიპას სამაგისტრო პროგრამის კრსდამთავრებულს, ელენე მარგალიტაშვილს. ელენე ამბობს, რომ მანტიისა და ქუდის შეკერვა ორივე სასწავლებელში ფასიანი იყო, თუმცა ამ თემის სხვა ასპექტებსაც გამოყოფს: ,,გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლისას მქონდა სახელმწიფო გრანტი და სწავლა 100%–ით მიფინანსდებოდა, მიწევდა მხოლოდ არსებული განსხვავების გადახდა. აბსოლუტურად შეესაბამებოდა  საფასური სწავლის ხარისხს და უფრო მეტიც – მე კიდევ უფრო მეტსაც გადავიხდიდი ამ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დამთავრებისთვის. უნივერსიტეტის პირველი გამოშვება იყო ჩემი კურსი და, შესაბამისად, არანაირი პროტესტის გრძნობა არ გამჩენია, როცა მანტიებისა და ქუდებისთვის მიზერული თანხის დადება გახდა საჭირო.

რაც შეეხება ჯიპას, სადაც მაგისტრატურა დავამთავრე, სიტუაცია განსხვავებულია. აქაც მქონდა 100%–იანი დაფინანსება და მხოლოდ ნახევარი თანხის გადახდა მიწევდა, მაგრამ არ მქონდა შეგრძნება, რომ ეს ფული მიღებული განათლებით მინაზღაურდებოდა. შესაბამისად, ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა მაშინ, როცა გამოგვიცხადეს, რომ მანტიის ყიდვაში 27 ლარი უნდა გადაგვეხადა, ქირაობაში კი – 22. სტუდენტთან, რომელიც უნივერსიტეტს ამთავრებს, იხდის 8600 ლარს და მიღებული განათლებით ბოლომდე არ არის კმაყოფილი, მანტიაზე ,,ვაჭრობის’’ დაწყება უხერხულია. ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, 8600 ლარის მაგივრად, 8573 ლარი მიეღოთ და დარჩენილი 27 ლარით სტუდენტებისთვის საჩუქარი გაეკეთებინათ. უნივერსიტეტს, რომელიც მანტიებს 22 ლარად აქირავებს, პრესტიჟულობაზე აღარ უნდა ჰქონდეს ამხელა პრეტენზია.’’

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

მთავარი ფოტო: ბექა ხარებავა

სტუდენტებისთვის “დები ზარანდიების სახელობის სტიპენდია” დაწესდება

2,393 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში