ლადო პაპავა მისი გადადგომის მოთხოვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს

აქტუალური

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მოთხოვნებს, რომლებიც დოქტორანტურის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის მოხსნას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეეხებოდა, ექსკლუზიურად Aris.ge-განათლებასთან საუბრისას პასუხობს.

„2015 წლის ზაფხულში გამოვეცი რექტორის ბრძანება, რომ ყველა ფაკულტეტიდან ძირითადი სემესტრების არაუმეტეს 5 საუკეთესო დოქტორანტის დოქტორანტურაში სწავლა, რომელსაც არ აქვს დოქტორანტისათვის განკუთვნილი გრანტი მიღებული, სრულად დაფინანსდეს უნივერსიტეტის ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ ასეთი 5-5 დოქტორანტი ყველა ფაკულტეტიდან იქნება გათავისუფლებული სწავლის საფასურის გადახდისაგან. აი ესაა ჩემი პასუხი“,  – აცხადებს ლადო პაპავა.

მისი თქმით, სტუდენტების მოთხოვნა იმ ტექსტში, რომელიც მას აქვს სხვანაირადაა ფორმულირებული.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

„ჩემს ხელთ არსებულ ტექსტში ისინი წერენ, რომ “დოქტორანტურაში სტუდენტებს ჰქონდეთ მხოლოდ კრედიტების დაფარვისათვის საჭირო თანხა გადასახდელი, ხოლო დამატებითი სემესტრის სტუდენტებს მე-11-მე-12 სემესტრში და ზევით კრედიტების შესაბამისად მოუწიოთ თანხის დაფარვა. დოქტორანტურაში სწავლის ოფიციალური საფასური შეადგენს წელიწადში 2250 ლარს. სხვადასხვა ფაკულტეტებს (თუმცა არა ყველას) აქვს დაწესებული შეღავათები და წელიწადში ეს თანხა შესაბამისად შემცირებული აქვთ 300, 600 და 1000 ლარამდე.  ორი წელია მთავრობამ აამოქმედა დოქტორანტთა საგარნტო დაფინანსება. პირველ წელს გაიცა ერთწლიანი გრანტები არაუმეტეს 21000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე წელს სამწლიანი გრანტები არაუმეტეს 63000 ლარის ოდენობით. 2015 წლის ზაფხულში კი როგორც გითხარით გამოვეცი რექტორის შესაბამისი ბრძანება“, – უთხრა Aris.ge-განათლებას თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნაც რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომა იყო.

თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, რექტორთან შეხვედრაზე მათ რამდენიმე მოთხოვნა წარადგინეს, მათ შორის დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის მოხსნა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუმცა მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რაც აქციის დაგეგმვის ერთ-ერთ წინაპირობად იქცა. გააგრძელებენ თუ არა თვითმმართველობის წევრები და მათი თანამოაზრე სტუდენტები აქციებს, ამ მომენტისთვის უცნობია.

თსუ-ს თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვს

„თსუ-ში, კვლევაში ჩართულ დოქტორანტებს აქეთ ახდევინებენ გადასახადს“

ავტორი: ქეთი არის© გიგოლაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები