„ბრძოლა უნივერსიტეტის იდეისთვის?!“

სტუდენტური პრობლემები

სტუდენტური თვითმმართველობის 22 საათიანი შიმშლობა შეწყდა, თვითმმართველობის განცხადებით: ,,გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსტრუქციული მეთოდით, შედეგი ამ შეხვედრისა და ამდენ დღიანი პროტესტისა არის ის, რომ განათლების სამინისტრომ – მინისტრის სახით პასუხისმგებლობა აიღო პრობლემების მოგვარებაზე“. ჩემთვის, როგორც რიგითი სტუდენტისთვის  ნაკლებად დასაჯერებელია პროტესტი იმ სტუდენტებისგან, ვისთვისაც საუნივერსიტეტო პრობლემები წლების განმავლობაში მეასეხარისხოვანს წარმოადგენდა.

პოლიტიკის მეცნირების სტუდენტი ზურაბ მენაღარიშვილი უნივერსისტეში მიმდინარე მოვლებეს აფასებს:

zura,,დღიდან ამ უნივერსიტეტში ჩაბარებისა ყველა პრობლემას, რომელთაც ვითომ ახლა მოხსნეს თავი, მე და ჩემი მეგობრები ყველა შესაძლო ფორმითა და საშუალებით ვაპროტესტებდით, თუმცა ამ დროის განმავლობაში თვითმმართველობა სრულ ინერტულობას იჩენდა და არაფერს აკეთებდა სტუდენტების დასახმარებლად, პირიქით, ხშირ შემთხვევაში სხვა სტუდენტებს მოუწოდებდნენ, რომ არ დამდგარიყვნენ ჩვენ გვერდით (განსაკუთრებით კამპანია “დაიცავი თსუ-ს” დროს). ყოველთვის, როცა თვითმმართველობას ვაკრიტიკებდი, ვამბობდი, რომ ეს ინსტიტუცია ხელს უშლიდა სამოქალაქო აქტივიზმს და ათასგვარი კონცერტებითა თუ სპორტული ტურნირებით, რომელთა გახშირებული ჩატარებაც გარკვეულწილად სხვა სახის ეჭვებსაც ბადებს, სტუდენტების ყურადღება რეალური პრობლემებიდან სხვაგან გადაქონდა. რა თქმა უნდა, არ მეთანხმებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ პრობლემის კვლევა თვითმმართველობის საქმე არაა, რომ არაფერი ვთქვათ იმავე პრობლემების გაპროტესტებაზე. დღეს კი გამოდიან და უნივერსიტეტის დამცველებად გვევლინებიან და მე და ჩემს მეგობრებს მართულებად მოგვიხსენიებენ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ხალხი სტუდენტური პრობლემების აფიშირებით ცდილობს ხაზს ვუსვამ საკუთარი და არა სტუდენტების ინტერესების მიღწევას და ჩვენს დისკრედიტაციას, ეს უკანასკნელი კი, რა თქმა უნდა, არ უნდა შედიოდეს უნივერსიტეტის ორგანოს კომპეტენციაში.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ტელევიზიები და რიგი არაკომპეტენტური თუ გაურკვეველი წარმომავლობის ინტერნეტგამოცემები უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს არაზუსტად აშუქებენ. ვგულისხმობ იმას, რომ თვითმმართველობის “შიმშილობას” განიხილავენ საერთო სტუდენტურ პროტესტად, სინამდვილეში კი ეს ერთი მცირერიცხოვანი მარგინალი ჯგუფის პროტესტია, რომელიც სარჩულად იყენებს სტუდენტურ პრობლემებს და რომელიც წარსულში რატომღაც არასოდეს გამოხატავდა სტუდენტების ინტერესებს.

რაც შეეხება სტუდენტებს, ძალიან მიხარია, რომ ყველა კარგად აცნობიერებს შექმნილ ვითარებას და არ ხდება ამ ბინძური თამაშის მონაწილე. უნივერსიტეტში პრაქტიკულად არ არსებობს სტუდენტი, რომელიც თვითმმართველობის უჭერს მხარს და თვითმმართველობის წევრი არ არის. ტელევიზიებმა და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა კი უნდა გაიგონ, რომ ამ შემთხვევაში თვითმმართველობა და სტუდენტები ერთიდაიგივე მხარეს არ დგანან.

და ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც მრავალჯერ მითქვამს: უნივერსიტეტში მართლაც ძალიან ბევრი პრობლემაა დაწყებული  სასწავლო მასალის მოუწესრიგებლობითა და ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გაუმართაობით, დამთავრებული აკადემიური რეგისტრაციის ხარვეზებით, ამ პრობლემების მოგვარება კი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების შემთხვევაშია შესაძლებელი, რასაც თვითმმართველობა ისევ არ უჭერს მხარს და რითიც ხელს უწყობს საკუთარი თავის მარგინალიზაციას“

საინტერესოა ერთ-ერთი აქტიური სტუდენტის თორნიკე შევარდნაძის მოსაზრება. თორნიკე აღნიშნავს, რომ თვითმმართველობა აქამდე არასდროს წუხდა საუნივერსიტეტო პრობლემებზე:

სტუდნტური თვითმმართველობის 22 საათიანი(?) შიმშილობა შეწყდა, გადადგომის მოთხოვნა უკანაა წაღებული, ხვალიდან თვითმმართველობა “სამინისტროსთან კონსტრუქციულ დიალოგს იწყებს” – ამისთვის იდგნენ “წვიმაში და ქარში?!”

თორნიკე შევარდნაძემ ეს სტატუსი თავის გვერდზე გამოაქვეყნა. ჩვენთა საუბრისას მან ის არგუმენტები მოგვიყვანა, რის გამოც საუნივერსიტეტო საზოგადოებამ სტუდენტური თვითმმართველობის პროტესტი ობიექტურ და სამართლიან პროცესად ვერ მიიჩნია.

ტორნიკე

,, პირველ რიგში ისტორიული პარადოქსია თსუ-ის თვითმმართველობის მხრიდან იმ პრობლემებზე საუბარი, რასაც წლებია სტუდენტები აპროტესტებენ და დღიდან ჩაბარებისა მეც და ჩემი მეგობრებიც ამ სტუდენტებს მივეკუთვნებით. ამ პერიოდის განმავლობაში არასდროს(!) მათ არ დაუფისირებიათ პოზიცია უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით;

➡ ეს ის თვითმმართველობაა, რომელიც ჯიუტად უარს ამბობდა მაღლივის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გაპროტესტებაზე და რომ არა ჩვენი აქტიური, პროგრესული სტუდენტობა, დღეს იქ გაზგასამართი სადგური იქნებოდა;

➡ თსუ ყოველთვის იყო სამოქალაქო აქტივიზმის ეპიცენტრში და ამის ნაცვლად სწორედ ეს თვითმმართველობა საკუთარ წევრებს ,ფაქტობრივად, ემუქრებოდა იმის გამო, რომ საყდრისის დაცვის აქციაზე სტუდენტებს “going” ჰქონდათ დაფიქსირებული;

➡ ეს თვითმმართველობა, იმის ფონზე, როცა უნივერსიტეტს ძალიან უჭირს, ხარჯავს კოლოსალურ რაოდენობის თანხებს არაფრისმომცემ და რიგ შემთხვევაში, საკუთარ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებში;

➡ ეს თვითმმართველობა დღემდე არ ითხოვს სახელმწიფოსგან საბიუჯეტო დაფინანსებას, როდესაც პრობლემების მოგვარების მთავარი გზა სწორედ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულია;

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

➡ ვერც ერთი რექტორი და ვერც ერთი ადმინისტრაცია ვერ შეძლებს პრობლემების მოგვარებას , თუ არ შეიცვლება განათლების პოლიტიკა და თუ უნივერსიტეტის გვერდით არ დადგება სახელმწიფო!

დღევანდელმა დღემ კი დაადასტურა სტუდენტური თვითმმართველობის გეგმის არაეფექტურობა და არაშედეგიანობა. დღეს, როცა ისინი ამბობენ, რომ მინისტრმა ითავა მედიატორის როლი ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის, მაშინ როცა მინისტრი არა შუამავალი არამედ პროტესტისა და მოთხოვნების მთავარი ადრესატი უნდა იყოს, ვინაიდან პრობლემები ვერ მოგვარდება თუ განათლების სამინისტრო თავის პოლიტიკას არ შეცვლის.

სანდრო ტაბატაძე სპეციალურად ამ რუბრიკისთვის ჩავწერეთ, სანდრო იმ სტუდენტთაგანია, რომელიც ორი წელია აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში.

,,მე ვარ ის სტუდენტი, რომელიც არ არის მხარე, რადგან ჩემთვის მთავარია არა კონკრეტული პიროვნების,არამედ საუნივერსიტეტო ინტერესი. თსუ-ს სტუდენტები წლების განმავლობაში ვაპროტესტებდით იმ პრობლემებს,რომლებიც სტუდენტურმა თვითმმართველობამ რამდენიმე დღის წინ დღის წესრიგში დააყენა. ამ ხნის განმავლობაში ეს ინსტიტუტი გაურბოდა პროტესტის გამოხატვის ყველა ფორმას და მიიჩნევდა,რომ უმნიშვნელო პრობლემებზე საუბარი არ ღირს.ისინი უზრუნველად გრძნობდნენ თავს უნივერსიტეტის ყველა რექტორთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

თუმცა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მათი გავლენა თსუ-ში შემცირდა, მნიშველოვნად დაიკლო იმ თანხამ, რომელსაც ეს ინსტიტუტი სანდროყოველწლიურად ხარჯავდა, მაგრამ არ იცვლებოდა მართვისა და ადგილის შენარჩუნების მეთოდები. სასწავლო წლის ბოლოს, მაისში  სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი, ამ ინსტიტუტმა გააცნობიერა, რომ ყველა ფაკულტეტზე არ ექნებოდა მხარდაჭერა და უნდა დაეწყო რადიკალური ნაბიჯები,რათა ნომინალური ძალაუფლებაც არ დაეკარგა. ამასთან ერთად, ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური ტემპერატურა მაქსიმუმსს აღწევს, საზოგადოებამ იცის, რომ სტუდენტებს დიდ ძალა გვაქვს. სტუდენტურმა თვითმმართველობამ ერთ დღეს გადაწყვიტა,რომ უნდა გააჩეროს მუშაობა და ითხოვს ბიოროკრატიის სრულ განადგურებას.ზემოთ აღნიშნული პროცესების გათვალისწინებით,იბადება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკურად მართული პროცესი,რომლიც უკან დგანან ისეთი გარე ძალები, ვისაც უნივერსიტეტში არეულობა სურს.” – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას.

თსუ-ის სტუდენტები პაპავას კაბინეტთან შიმშილობენ (+ფოტორეპორტაჟი)

ავტორი: თემო ბეჟანიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები