როდესაც ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს

ARIS ბლოგერი

მიუხედავად იმისა, რომ მესამე კურსის სტუდენტი ვარ, არც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ლექციაზე გამთენიისას. შორეულ მოგონებად მრჩება პირველი კურსი, როდესაც ვდგებოდი ძალიან ადრე, რომ 9-ზე  უნივერსიტეტში ვყოფილიყავი. მერე რა რომ ნახევრად არც კი მესმოდა რაზე საუბრობდა ლექტორი. თვალგახელილი ძილი რომ შემეძლო თსუ-ის აუდიტორიებში გავიგე.

ის, რომ დილით ადგომა და წასვლა ისევე როგორც ყველას  მეც მეზიზღებოდა, მეორე ხარისხოვანია, რადგან როდესაც იცი რომ უნდა წახვიდე თავს ძალას დაატან და წახვალ (მით უმეტეს თუ ლექტორი აღრიცხავს და დასწრებაში ქულას გიწერს) მთავარი შემდეგ იწყებოდა სახლიდან რომ გახვიდოდი. მძინარე და მოღუშული სახეების ნახვა, ხალხით გადავსებული ვაგონები მეტროში და სტუნდეტების ტკივილი: ავტობუსები  ნომრით 88, 61, 140.  სირბილი უნივერსიტეტის კიბეებზე და ქოშინით შესვლა აუდიტორიაში.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

მოკლედ რომ ვთქვა, ასე ვიტანჯებოდი სტუდენტობის პირველი თვეები. შემდეგ, რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი რომ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი მხოლოდ ჩემი ბრალი იყო. უკვე მაინტერესებდა სწორედ ის ლექციები,რომლებიც ,,ავადსახსენებელ’’ საათზე მქონდა. ვუსმენდი, ვიწერდი, ვმსჯელობდი კურსელებთან ერთად  და ვგრძნობდი,რომ  უფრო მიზანმიმართული გამოვდიოდი აუდიტორიიდან. ვატყობდი, რომ აღარ მეზარებოდა ადგომა, თუ ადრე ხელ-პირს დავიბანდი და გავრბოდი, უკვე მაკიაჟსაც ვიკეთებდი და რამდენიმე ლუქის გამოცვლასაც ვასწრებდი (ამას ქალები გაიგებენ), მივდიოდი უნივერსიტეტში ლექციაზე და აღარ ვიყავი დათრგუნული ადრე ადგომის გამო.  დროთა განმავლობში ისიც გავაცნორბიერე რომ ადრე მეც ზუსტად იმ მოღუშულ ადამიანებს ვგავდი მაშინ რომ მხვდებოდნენ გზაზე და კიდევ უფრო მიფუჭებდნენ ხასიათს… ახლა ასეთებს ვეღარც ვატყობ, ალბათ იმიტომ, რომ შევიცვალე. როცა შენ იცვლები  გარშემო ყველაფერი ცოტათი მაინც იცვლება.

ადამიანი რაც მეტს კითხულობს, უსმენს, სწავლობს, მით უფრო იზრდება ყველა მხრივ და ისეთ დეტალზე წუწუნი როგორიცაა დილის 9 საათზე ადგომა, ვფიქრობ უმნიშვნელოა. თუ ლექტორს არ ეზარება მოვიდეს და მთელი 2 საათი ილაქლაქოს რომ ჩვენ, მომავალმა თაობამ, ვისწავლოთ, სრულიად გაუმართლებელია ლექციის გაცდენა მხოლოდ იმიტომ, რომ წინა ღამეს სოციალურ ქსელს ვერ მოვწყდით.

ლექციაზე დილით დიდი ხანია არ წავსულვარ. არა იმიტომ რომ მეზარება. უბრალოდ სასურველი ლექტორი სხვა საათზე იწყებდა ,,მოღვაწეობას’’.  არ ღირს ყველაფერში ცუდის დანახვა. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა. უფრო პოზიტიურად რომ დავიწყოთ დღე  ჩვენც მოგებულნი ვიქნებით და იქნებ რაიმე წვლილიც  კი შევიტანოთ ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

06:55  ანუ  ყველაზე  ბედნიერი  ხუთი  წუთი

ავტორი: ვერა აბაზოვა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები