როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს

ARIS ბლოგერი

– გამარჯობა,

– გამარჯობა,

– მე და შენ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ!

– რა თამამი ხარ?

– ხო,  შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემზე.

– მაინც რა არ ვიცი?

– ის,  რომ შენ ჩემი ბედი ხარ .

– ძალიან  თამამი განცხადებაა.

– ხომ გითხარი თამამი ვარ-თქო.

– ალბათ ნასვამიც ხოო?

– ნასვამი? არა, არ ვარ ნასვამი, მაგრამ მთვრალი კი ვარ შენი სილამაზით .

– იცი  უნდა წავიდე , ძალიან მეჩქარება.

– არ გეჩქარება , ეგ მიზეზია , შენ ხომ ჩაი ჯერ არ დაგილევია?

– ხო, მაგრამ უნდა წავიდე, მართლა მეჩქარება…

– 5 წუთი, სულ 5 წუთი დამითმე , უბრალოდ მომისმინე და მერე წადი.

– იცი მართლა არ მაქვს დრო ამ …

– ამ სისულელეებისთვის? 5 წუთი დამითმე , მომისმინე და მერე წადი .

– იციიი … კარგი, მხოლოდ 5 წუთი.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

– გმადლობ.  შენ 5 წუთის წინ შემოხვედი კაფეში , მაშინვე შეგამჩნიე, მთელი სხეულით კანკალებდი. თმა სველი გქონდა , ცხვირი და ლოყები გაწითლებული , გვერდზე, რომ ჩამიარე შენი თითებიც დავინახე , წვრილი, გრძელი და სიცივისგან ფერდაკარგული  და სიარული? ნაზი მსუბუქი და საოცრად ქალური … შენი სურნელიც შევიგრძენი გვერდზე ჩავლისას , სწორედ მაშინ მივხვდი , რომ შენ სხვებს არ გავდი …   ჩაი მოითხოვე და თავისუფალ  მაგიდას მიუჯექი , მერე წიგნი ამოიღე სადღაც ბოლოსკენ გადაშალე და კითხვა დაიწყე, სამი გვერდის წაკითხვა მოასწარი ,სანამ ჩაის მოგიტანდნენ. ჩაის მოტანისას კითხვა შეწყვიტე , ცხელი ფინჯანი ორივე ხელით დაიჭირე , ალბათ გასათბობად და ჩაფიქრდი . შორს, სადღაც უსასრულობაში იყურებოდი. ძალიან , ძალიან სევდიანი მომეჩვენე , არა კი არ მომეჩვენე , სევდიანი იყავი . თვალიდან ცრემლი რომ გადმოგიგორდა და შენ , რომ იდეალური სისწრაფით მოიწმინდე მე შევამჩნიე . სწორედ მაშინ , შენთან მოახლოების სურვილი გამიჩნდა . რაღაც გაწუხებდა , რაღაც გტკიოდა … მოსვენება დავკარგე და აი მოვედი, მოვედი, რომ გითხრა –  სულ 5 წუთია , შენს გამო  ბედნიერებას ფერი წაერთვა , სიხარული მეორედ დაიბადა , ცხოვრებას აზრი მიეცა, დღეს ჩემი გულის დღესასწაულია და  გიზიარებ .  არა , კი არ გიზიარებ ,  შუაზე გიყოფ …

– მაპატიე , ტელეფონი რეკავს.

– არ აიღო , ძალიან გთხოვ .

– უკვე დიდი ხანია რეკავს .

– არაუშავს.

– უნდა ვუპასუხო !

– არა , არა , ჯერ არა,  სახელი  მითხარი …

– რააა? არ მესმის, სად გაქრი ?  სად ხარ ?

ტელეფონს დავხედე Alarm-ი რეკავდა ,  07:00 იყო .

არ არსებობს , ისევ ვერ გავიგე რა ერქვა …

არაუშავს , მოვა შაბათი-კვირაც.

იხილეთ ასევე: როცა ლექცია  9  საათზე მაქვს

ავტორი: ნონა მარტიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები