Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როდესაც ლექცია დილის 9 საათზე მაქვს

როდესაც ლექცია დილის 9 საათზე მაქვს
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
October 24
12:24 2015

თენდება. მე ჯერ კიდევ არ მძინავს , სტუდენტების უმრავლესობა კი რამდენიმე საათში გაიღვიძებს, იმიტომ ,რომ ლექცია დილის 9 საათზე იწყება.

ვიხედები ფანჯარაში. ეს ის მომენტია, როდესაც დრო თითქოს ნელდება, არ ისმის ფანჯრის იქეთ ხმაური, მაგრამ მე ვგრძნობ  მის გულისცემასა და სუნთქვას–მე მესმის სიცოცხლე.

ჩვენ ჩაგვეძინა.

მაღვიძარა არ მაქვს, მაგრამ ვიღვიძებ ლექციამდე რამდენიმე საათით ადრე . ყველაფერი იმიტომ , რომ ჩემს ბაიას კბილები ამოსდის.  ვუყურებ ამ მომღიმარე სახეს და ვივიწყებ დაღლილობას.

–რამდენი დრო მრჩება ლექციის დაწყებამდე?

–საათნახევარი !– მპასუხობს მეუღლე.

უნდა მოვასწრო: პატარა დავბანო და ვაჭამო, თავი მოვიწესრიგო. ოჰ, ეს საცობები რომ არა..

ბავშვს რამდენიმე საათით ბებიას დავუტოვებ . ვფიქრობ, ხომ არ დავრჩე სახლში?ჩემს თავს ხშირად ვუსვამ კითხვებს:რატომ, რისთვის.. ეჭვის შეტანა მეხმარება ჩემი აზრებისა და სურვილების უკეთესად გაცნობიერებასა და გაგებაში.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

ეს გიჟური რითმია: ოჯახი, მეორე უმაღლესი განათლება, სამსახური. მაგრამ ალბათ სწორედ ეს არის ადამიანის მამოძრავებელი ძალები: იყოს    საჭირო და სასურველი, აინტერესებდეს და სწავლობდეს, ქმნიდეს და უყვარდეს.

არა! ლექცია 9 საათზე მეწყება და მე დავესწრები მას, თუნდაც დამაგვიანდეს!

ვიძირები მის ღრმა თვალებში და ვხვდები, რომ შევძლებ. ეს არ არის უბრალოდ დილის ლექციაზე დასწრება ჩემთვის, ეს საკუთარი სიზარმაცისა და უნიათობაზე  პატარა გამარჯვებაა, რადგან ყოველი წუთი დასაფასებელი და სწორად გამოსაყენებელია.

დილის 9 საათია,ლექცია დაიწყო, მე კი ჯერ კიდევ გზაში ვარ . გადის რამდენიმე წუთი. შესასვლელთან სტუდენტობამ მოიყარა თავი. ჩემსა და მათ–ჩვენს ხელშია მომავალი და ჩვენი ქვეყნის, შვილების ბედი . დილის ლექციაზე დასწრება არ ნიშნავს პატრიოტიზმს, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა , რომლის გარეშეც არ არსებობს სამშობლოსადმი სიყვარული, და , ალბათ, არც სხვა დიდი და ჭეშმარიტი  გრძნობა.

სად წავსულვარ ამ ჩემს ფიქრებში?!  შევდივარ აუდიტორიაში. ახლა სადღაც შორს ვარ: ყოფიერებასა და შემეცნების ფილოსოფიაზე საუბროს ლექტორი. მე კი ის აზრი მათბობს, რომ დილის ლექციიდან წამოსულს, ახალი ცოდნითა და აზრებით ჩავიკრავ გულში ჩემს პაწაწინას, ცხოვრებაში ჩემს  ყველაზე დიდ გამარჯვებას.

იხილეთ ასევე: როცა ლექცია  9  საათზე მაქვს

ავტორი: მაია ყვითელაშვილი

165 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში