Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

5 ექსპერიმენტი ადამიანის ცხოვრებაზე

5 ექსპერიმენტი ადამიანის ცხოვრებაზე
October 27
17:53 2015

20 წუთი ჟანგბადის გარეშე

ილუზიონსტმა დევიდ ბლეინმა, რომლის დევიზიცაა – თუ ერთმა შეძლო, ყველა შეძლებს – ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც სუნთქვა 17 წუთისა და 4 წამის განმავლობაში შეიკავა. მისი სხვა ექსპერიმენტების სიაში შედის: საკუთარი თავის გაყინვა, ყუთში საჭმლის გარეშე 44 დღის გატარება, თავდაღმა 35 საათის განმავლობაში დგომა და თავის ცოცხლად დამარხვა.

1

ფულზე უარის თქმა

53 წლის ჰაიდემარი შვემერმა უარი თქვა საკუთარ ბინასა და ქონებაზე, დაიტოვა მხოლოდ აუცილებელი ნივთებით სავსე ჩემოდანი და ჩაატარა ექსპერიმენტი – უფულოდ ცხოვრება 1 წლის განმავლობაში. „ხალხი ფულს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ვერ ხვდებიან სინამდვილეში რა დაბალი მისი ღირებულება.“ – აღნიშნა შვემერმა. საჭმლისა და ღამის გასათევი ადგილის სანაცვლოდ მან კერძო სახლებში ფანჯრებისა და იატაკის წმენდა დაიწყო. მისი თქმით, თავიდან ასეთი ცხოვრება ძალიან რთული იყო, მაგრამ თავისუფლება რომელსაც ის გრძნობდა, ამად ნამდვილად ღირდა. ამჟამად ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ატარებს კურსებს იმის შესახებ, რომ მატერიალური შემოსავალი სულაც არაა ბედნიერების აუცილებელი წინაპირობა.

2

ცხოვრება ნაგვის გარეშე

კალიფორნიაში მცხოვრებმა ფრანგმა ქალბატონმა, ბეა ჯონსონმა გარემოს დანაგვიანების პრობლემა შემდეგნაირად გადაწყვიტა – მან უარი თქვა ისეთი ნივთების გამოყენებაზე, რომელთა ნარჩენების გადამუშავებასა და რეალიზებას საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდა. ამ გზით მასა და მის ოჯახს წლის განმავლობაში მხოლოდ იმდენი ნაგავი უგროვდება, რომ ერთი საშუალო ზომის ქილა გაავსოს.

3

დაუსრულებელი მოგზაურობა

კოლინ რაიტი ყოველი ოთხი თვის შემდეგ ახალ ქვეყანაში მიემგზავრება. ახალ ადგილს ის თავის ბლოგზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირჩევს. საკუთარი ცხოვრების წესს ის „ხორცშესხმულ თავისუფლებას“ უწოდებს.

გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე!.

4

მთელი წელი ინტერნეტის გარეშე

ჟურნალისტმა პოლ მილერმა გადაწყვიტა, ინტერნეტზე ერთი წლით უარი ეთქვა. ეს ექსპერიმენტი ზემოთ აღწერილი ექსპერიმენტის კვალობაზე შეიძლება არც ისე რადიკალური იყოს, თუმცა, შედეგმა აჩვენა, რომ თანამედროვე ადამიანისთვის უფრო ადვილია, უარი თქვას ფულსა და საცხოვრებელ ადგილზე, ვიდრე ინტერნეტზე. პოლ მილერმა უინტერნეტობით დაგროვილი დრო ნაყოფიერად გამოიყენა – მან რომანის წერა დაიწყო და თავის საქმეზეც უფრო კონცენტრირებული გახდა. თუმცა მალე აღმოაჩინა, რომ მისი მთავარი პრობლემა ინტერნეტი სულაც არ იყო. „ადამიანი ინტერნეტის გარეშე სოციუმიდან გარიყული არსებაა, ის კარგავს სხვებთან კავშირის შეგრძნებას. მართალია ჩემი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე შეიცვალა, მაგრამ ეს აღარ იყო ნამდვილი ცხოვრება“, – აღნიშნა მილერმა.

5

 

იხილეთ ასევე: საინტერესო ისტორიული ფაქტები

წყარო: adme.ru

369 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში