გამოვლინდა ARIS ბლოგერის სამი გამარჯვებული

ARIS ბლოგერი

ARIS ბლოგერის პირველი ორკვირიანი ეტაპი დასრულდა!

გამოვლინდნენ გამარჯვებულები!

ჰონორარი გადაეცემა ყველაზე პოპულარული (1000 + ნახვის მქონე) ბლოგის ორ ავტორს: ნიკო მიქაძესა და ანი ყალიჩავას.

სტუდინფოს რედაქციის გადაწყვეტილებით კი მესამე გამარჯვებულია – გიორგი ჭუმბურიძე.

შეგახსენებთ, რომ დასრულებული კონკურსის თემა იყო: „როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს“.

დაელოდეთ ARIS ბლოგერის ახალ კონკურსს, ახალი სათაურით, გამოაგზავნეთ თემატური მასალა და მიიღეთ ჰონორარი თქვენც!

დეტალური ინფორმაცია პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გამარჯვებულებს გთხოვთ შეამოწმოთ თქვენი მეილები.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად მოქმედებს სტუდინფოს თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნებისმიერი თემატიკის მასალის გამოქვეყნება. გამოაგზავნეთ თქვენი მასალა მეილზე: studinfoaris@gmail.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები