Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 რჩევა შემოქმედებითი აზროვნების გასაძლიერებლად

10 რჩევა შემოქმედებითი აზროვნების გასაძლიერებლად
October 28
17:42 2015

11

1. დახუჭე თვალები. იფიქრე ოთახში არსებულ ერთ კონკრეტულ საგანზე. გუნებაში ჩამოთვალე ამ საგნის რაც შეიძლება ბევრი მახასიათებელი, შემდეგ გაახილე თვალები და ჩამოწერე ყველა ეს მახასიათებელი ფურცელზე ისე, რომ საგანს არც შეხედო.

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

2. წარმოიდგინე რას ეტყოდი დაუპატიჟებელ სტუმარს, რომელიც ღამის სამ საათზე მოგიკაკუნებს კარზე.

3. მისწერე წერილი წარსულში მყოფ თქვენს თავს, რომელიც „ამჟამინდელ მეზე“ 10 წლით უმცროსია.

4. გაიხსენე შენი ცხოვრების ყველაზე მოსაწყენი დღე, აღწერე ის, ოღონდ გახსოვდეს, რომ შენი აღწერა იმ დღისგან განსხვავებით მოსაწყენი არ უნდა იყოს.

5. წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც უწოდებდი მსოფლიოში ყველაზე ამაყს, შემდეგ კი აღწერე ქცევა, რომელიც ამ ადამიანს ყოველდღიურად ახასიათებს.

6. ჩამოთვალე 10 საქციელი, რომელსაც არასოდეს ჩაიდენდი.

7. წარმოიდგინე, რომ მასწავლებელი აპირებს კარიერის შეცვლას. დაასახელე ამ გადაწყვეტილების 10 სავარაუდო მიზეზი.

8. დაასახელე 7 მიზეზი (მათ შორის ყველაზე დაუჯერებელიც) თუ რატომ დატოვა ანტიკვარებით მოვაჭრემ მშობლიური ქალაქი.

9. დაასახელე ათი რამ, რაშიც უკანასკნელ ფულს მისცემდი და ხელფასის ჩარიცხვამდე უფულოდ დარჩებოდი.

10. მოიფიქრე შვიდი მიზეზი, რომელმაც შეიძლება გააწითლოს დრამატურგი.

იხილეთ ასევე: 4 კითხვა, რომელიც უნდა დაუსვა თავს, სანამ რამეს დაწერ

 

769 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში