Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ფრანც კაფკას სასიყვარულო წერილი

ფრანც კაფკას სასიყვარულო წერილი
October 28
16:00 2015

myfirstkafka3

 

„ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ოდესმე იგი შეწყდება.“

✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე.

ფროილაინ ფელის,

მინდა ერთი უჩვეულო თხოვნით მოგმართო, რომელიც ამავდროულად უდიდესი გამოცდაა მოწყობილი შენი კეთილისმსურველის მიერ:

მომწერე მხოლო კვირაში ერთხელ, ისე რომ თქვენი წერილი კვირაობით მივიღო, რადგან არ შემიძლია ყოველდღე მათი კითხვა. როცა შენს ერთ წერილს ვუპასუხებ, შემდეგ საწოლში ვწვები მოჩვენებითი სიმშვიდით, ჩემი გული კი გიჟივით აწყდება ბუდეს, ჩემი სხეული მხოლოდ შენთვის ცოცხლობს. მე შენ გეკუთვნი, ამის თქმის სხვა გზა არ არსებობს, ეს გზა კი საკმარისად ძლიერი არ არის. არ მინდა ვიცოდე, რა გაცვია ან რას აკეთებ ყოველდღიურად, რადგან ასეთ შემთხვევაში ვერაფრით შევძლებ ოფისში ან სახლში ჯდომას, იმის ნაცვლად რომ თვალები მხოლოდ შენს გვერდით ყოფნისას მქონდეს გახელილი.

სამწუხაროდ, მაქვს მიზეზები იმისთვის, რომ შენ გვერდით არ ვიყო –  ჩემი ჯანმრთელობა ჩვენ ორს ვერ გაგვწვდება, ის არ მომცემს ქორწინების საშუალებას და ვერც მამობის გაწევას შემაძლებინებს შვილისთვის. მიუხედავად ამისა, შენი წერილის კითხვისას მეუფლება შეგრძნება, რომ შემიძლია ისეთი რაღაცების შეცვლა, რისი შეცვლაც სინამდვილეში შეუძლებელია.

თუკი ცხოვრებას ვაფასებთ, უარი უნდა ვთქვათ მასზე. მე სამუდამოდ ვარ მიჯაჭვული ჩემს ცხოვრებაზე და დიდი ხანია ამას შევეგუე.

tumblr_lkrcs9GJXq1qac37io1_500

 

იხილეთ ასევე: ფრანც კაფკა სიყვარულისა და მოთმინების შესახებ

 

2,864 ნახვა
Share

About Author

ბექა ბერულავა

ბექა ბერულავა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში