6 ყველაზე ძვირადღირებული წიგნი კაცობრიობის ისტორიაში

ლიტერატურული გვერდი
  1. ლესტერის კოდექსი (30,8 მილიონი დოლარი)

1

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული წიგნი თავად ლეონარდო და ვინჩიმ დაწერა და ის გრაფმა ლესტერმა შეიძინა 1717 წელს, ამიტომაც დღემდე ეწოდება „ლესტერის კოდექსი“. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი კი არა, ერთგვარი რვეულია, რომელიც და ვინჩის მონახაზებსა და მეცნიერულ შენიშნვებს მოიცავს.

11 111

  1. გუტენბერგის ბიბლია (25-30 მილიონი დოლარი)

2

პირველი დაბეჭდილი წიგნი, რომელიც 1450 წელს გამოვიდა, მოგვიანებით მისი 180 ასლი გაკეთდა.

  1. შექსპირის პიესების პირველი გამოცემა (22,6 მილიონი დოლარი)

3

თავიდან ამ გამოცემის საწყისი ფასი მხოლოდ ერთი ფუნტი იყო. ის გამოქვეყნდა შექსპირის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, 1623 წელს, მოიცავს 36 პიესას და შედგება 900 გვერდისგან.

  1. ამერიკის ფრინველები (8,8 მილიონი დოლარი)

4

ალბომი „ამერიკის ფრინველები“ მსოფლიოს ულამაზეს წიგნადაა მიჩნეული. ის ამერიკელმა ნატურალისტმა ჯონ ჯეიმსონმა შექმნა. წიგნი 1827 წელს გამოქვეყნდა და მან მაშინვე დაიმსახურა საზოგადოების სიმპატია. 2000 წელს მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ასლი კატარის შეიხმა 8,8 მილიონ დოლარად შეიძინა.

444

  1. კენტერბერიული მოთხრობები (7,5 მილიონი დოლარი)

5

ჯეფრი ჩოსერმა ეს წიგნი მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოს დაწერა, თუმცა სამწუხაროდ მან მისი დამთავრება ვერ მოასწრო. დღესდღეობით ამ წიგნის მხოლოდ 12 ეგზემპლარია შემორჩენილი, რომელთაგან ერთი კერძო მფლობელობაშია, კოლექციონერმა ის 1998 წელს 7,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

  1. პტოლემეოსის „გეოგრაფია“/„კოსმოგრაფია“ (3,9 მილიონი დოლარი)

666

პტოლემეოსის მიერ შედგენილი „გეოგრაფია“ მოიცავს ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში შედგენილი რუკების კრებულებს. ძველი წელთაღრიცხვით 147 წელს ეს რუკები ატლასის ფუნქციას ასრულებდა. 2006 წელს დარჩენილი ორი ეგზემპლარიდან ერთ-ერთი 3,9 მილიონად გაიყიდა.

იხილეთ ასევე: ფრანც კაფკას სასიყვარულო წერილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები